კლასიკური სალათა “ოლივიე” კარგად ნაცნობია თქვენთვის, მაგრამ ეს მისი მომზადების განსხვავებული წესია. აი რეცეპტი

ხანდახან ორიგინალურ რეცეპტებს ვეძებთ. თურმე, ტრადიციული “ოლივიეს” მომზადების ხერხიც ერთზე მეტი არსებობს და დიდი მონდომებით შევუდგებით ხოლმე საქმეს, რადგანაც სწორედ მსგავსი სტილი აღგვაფრთოვანებს. ამასობაში, კლასიკური სტილის სალათა თითქოს მივივიწყეთ.

ის რომელიც ყოველ ახალ წელს აუცილებლად იდგა სუფრაზე. წაიკითხეთ და ნახეთ სწორად გგონიათ თუ არა, რომ კლასიკურ “ოლივიეს” აკეთებთ:

ინგრედიენტები

3ც. კარტოფილი

3 ც. სტაფილო

5 ც. კვერცხი

350 გ მოხარშული ძეხვი

450 გ ბარდა

5 ც მჟავე კიტრი

50 გ მწვანე ხახვი

1 კონა კამა

250 გ მაიონეზი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების ხერხი
  1. მოხარშეთ კარტოფილი და სტაფილო ოდნავ მარილიან წყალში. ცალკე მოხარშეთ კვერცხი. გაასუფთავეთ მოხარშული პროდუქტები.
  2. დაჭერით კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი და ძეხვი კუბიკებად.
  3. აურიეთ პროდუქტები ღრმა ჯამში. წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი. დაამატეთ სხვა ინგრედიენტებს.
  4. დაჭერით მჟავე კიტრი კუბიკებად. კიტრი და ბარდა სხვა ინგრედიენტებს დაამატეთ. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ.
  5. გააჯერეთ მაიონეზით, პილპილით და მარილით. მზადაა!

ზოგიერთი ნედლ კიტრს იყენებს და არა მჟავეს. ზოგიერთი კამის მაგივრად ოხრახუშს. მოხარშულ ძეხვს ბეკონით ანაცვლებენ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი იდეაა.