ასეთ “კარტოფილს” ყოველდღე ვერ გასინჯავ! გაახარეთ ბავშვები მარტივი და გემრიელი ტკბილეულით

ეს არის დესერტი უცნაური და საკმაოდ საინტერესო ისტორიით. მისი მომზადებისთვის ხშირად იყენებდნენ სხვა ნამცხვრებისა და ტორტისგან მორჩენილ ნარჩენებს, ხშირად ისეთებს, რომლებიც რეცეპტში არცაა. საბოლოოდ ყველა ბედნიერია. ეცადეთ მოამზადოთ.

ნამცხვარი “კარტოფილი”
ინგრედიენტები
  • 500 გ ვანილის პრცხობილა (სუხარიკები)
  • 400 მლ შესქელებული რძე
  • 50 გ კაკაოს ფხვნილი
  • 200 გ ნაღების კარაქი
  • 100 გ შავი შოკოლადი
  • 30 მლ კონიაკი
  • 20 გ ციტრუსების ცუკატები

ამ მასალისგან 20 ც “კარტოფილი” გამოგივათ, მომზადებას კი 2 საათი სჭირდება.

როგორ მოვამზადოთ

ორცხობილა დააქუცმაცეთ წვრილ ნამცეცებამდე. გამოიყენეთ ხორცსაკეპი, დიდი ნაჭრები არ უნდა დარჩეს.

სხვა ჯამში აურიეთ კაკაო და შესქელებული რძე. მიღებული მასა ერთიან მდგომარეობამდე მიიყვანეთ, დაამატეთ ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, დადგით ნელთბილ ცეცხლზე. აცალეთ, სანამ კარაქი არ დადნება.

შოკოლადი წყლიან ჯამში ჩადგმის მეშვეობით დაადნეთ. 50 გრამი მეორე პუნქტში მიღებულ მასას დაამატეთ. იქვე დაამატეთ კონიაკი. შოკოლადის მეორე ნაწილი მოსართავად დაიტოვეთ.

აურიეთ მიღებული შოკოლადისა და კარაქის მასა და ორცხობილები. თუ მშრალი მასა მიიღეთ, ცოტაოდენი რძე დაამატეთ.

დაამრგვალეთ “კარტოფილები”. შეგიძლიათ ჯერ გრძელი და წვრილი ფორმები მიიღოთ, (სოსისის მსგავსად) შემდეგ გაჭრათ და მიღებული ნაწილები დაამრგვალოთ.

ბურთულების შიგნით ცუკატები მოათავსეთ. მათი ნაწილი კი გაფორმებისთვის გამოიყენეთ.

დარჩენილი შოკოლადი გაათბეთ და “კარტოფილების” ზევიდან წაუსვით.

დაელოდეთ შოკოლადის გაციებას.

ეს ნამცხვარი ცივი უფრო გემრიელია.

კომენტარის დატოვება