უგემრიელესი ლობიანის მომზადების საიდუმლო

გთავაზობთ ყველასთვის საყვარელი ლობიანის მომზადების ერთერთ ვერსიას. გამოსცადეთ რეცეპტი და შედეგი კომენტარებში გაგვიზიარეთ.

ინგრედიენტები:

1. რძე / წყალი – 2 ჭიქა

2. საფუარი – 3 ს/კ

3. კვერცხი – 2 ცალი

4. ფქვილი

5. ერბო / ღორის ქონი – 120 გრ.

6. ლობიო – 1 კგ.

მომზადების წესი:

უპიველეს ყოვლისა უნდა მოვზილოთ ცომი. ამისათვის გავათბოთ 2 ჭიქა რძე/წყალი, ჩავყაროთ 3 ს/კ საფუარი, 2 გათქვეფილი კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი. გავადნოთ 120 გრ ერბო ან ღორის ქონი.

გამდნარი ქონით დავისველოთ ხელები (ხშირად) და იქამდე ვზილოთ ასე სანამ ცხიმს მთლიანად არ შეიზელს.

ამის შემდეგ თბილად შევფუთოთ და თბილ ადგილას დავდოთ 1 საათით. მოვხარშოთ 1 კგ ლობიო და კარგად ჩავზილოთ. ამას დაუმატეთ ღორის ქონში/ერბოში მოშუშული 100 გრ ხახვი.

ცომი ამოიღეთ გუნდებად და გააბრტყელეთ. გაბრტყელებულზე დადეთ ლობიო და მოუკარით თავი.

შეგიძლიათ გამოაცხოთ როგორც ღუმელში ისე ტაფაზე. მზა ლობიანს წაუსვით ცხიმი იქამდე სანამ ცხელია.

კომენტარის დატოვება