“განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს სამაგიეროს გადახდა უნდოდა პოლიციელების მეშვეობით” – ალეკო ელისაშვილი

გან­ცდა მაქვს, რომ მდი­ნა­რა­ძეს უნ­დო­და ჩემ­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით , – ამის შე­სა­ხებ “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ძა­ლა­დობ­დნენ მას­ზე და თუკი გა­მო­ძი­ე­ბა რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სი­მარ­თლის დად­გე­ნით, დღეს­ვე შე­უძ­ლი­ათ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­ჭე­რა.

“ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გარ­თულ­და, როცა კორ­დონს მო­უ­ახ­ლოვ­და ვაჟა სი­რა­ძე და მის­გან მო­დი­ო­და სა­ში­ნე­ლი აგ­რე­სია უშუ­ა­ლოდ ჩემს მი­მართ. ბევ­რი რომ არ ვი­ლა­პა­რა­კო, ასე­თი გან­ცდა მაქვს, რომ მდი­ნა­რა­ძეს უნ­დო­და ჩემ­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მეტი არა­ფე­რი. ბევ­რი არაფ­რის თავი აქვს და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­მიქ­სი­ეს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ მა­გა­თი გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­იშ­ვას. რა გა­მო­ძი­ე­ბა ამას უნდა, კად­რებ­ში ჩანს ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი, თუ უნ­დათ ახ­ლა­ვე და­ა­კა­ვონ. კი­დევ ვარ ხვალ და­ბა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ახლა მა­გათ­მაც კრა­მი­ტე­ბი არ და­ამ­ტვრი­ონ და ვაჟა სი­რა­ძე არ და­ი­ჭი­რონ. ვაჟა სი­რა­ძემ თქვა, რომ შე­ათ­რი­ე­თო, პირ­და­პირ ასე თქვა. შე­მაგ­დეს და წრე­ში მო­მაქ­ცი­ეს. ზუს­ტად არ მახ­სოვს, ვინ მირ­ტყამ­და და ვინ არა, მაგ­რამ კად­რებ­ში სა­ხე­ე­ბი ჩანს. მინ­და გი­თხრათ, რომ “კაი ბლო­მად“ მომ­ხვდა. ვინ სა­ი­დან მირ­ტყამ­და ღმერ­თმა უწყის.

ხომ გახ­სოვთ, საბ­ჭო­თა დროს პო­ლი­ცი­ე­ლებს ძაღ­ლო­ბას რომ ეძახ­დნენ? ის ტი­პე­ბი, ვინც ასე აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, არი­ან საბ­ჭო­თა ძაღ­ლე­ბი. შემ­დეგ დი­დუ­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს, იქ ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი გა­რე­მო იყო, ფეხ­ბურ­თსაც კი ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით“, – გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი ცე­მის შე­სა­ხებ და­ვა­ლე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ვაჟა სი­რა­ძემ რუ­სე­თი­დან მი­ი­ღო.

“ამ კა­ნონს უკან არ გა­ი­ტა­ნენ და კა­ნო­ნი­ა­ნად გა­ვი­ტანთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა შევ­ცვა­ლოთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუშ­ვათ. ყო­ველ­გვა­რი ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს. აღარც მა­ლა­ვენ რუ­სე­თის ისეთ უღირს და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ. დუ­გინ­მა ორი დღის წინ თქვა, რომ ეგ ელი­საშ­ვი­ლი უნდა გა­ჭყლი­ტოთ და ორი დღის შემ­დეგ პო­ლი­ცია მირ­ტყამს. რო­გორ არ ვი­ფიქ­რო, რომ დუ­გი­ნის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს ის სი­რა­ძე?“, – გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

კომენტარის დატოვება