ექსკლუზივი: რას ამბობს სპეცრაზმელის დედა, რომლის შვილსაც აქციაზე ბავშვების ცემაში ადანაშაულებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც რუსული კანონის მოწინაამღდეგეებს სასტიკად გაუსწორდა, მათ შორის ქალებსაც და ბავშვებსაც, გორელი დიმა მჭედლიძეა. მჭედლიძე სოფელ ზემო ნიქოზიდანაა და ამავე სოფლის სკოლის დირექტორის შვილია.
“,მეტრონომი” დიმა მჭედლიძის დედას, ლია შატაკიშვილის ესაუბრა.

დედა უარყოფს, რომ გავრცელებულ კადრებში სპეცრაზმელი, რომელიც გოგონას სცემს დიმა მჭედლიძეა. შატაკიშვილის თქმით, დიმა ,,კონსტიტუციის დასაცავად”, რუსთაველზე იყო, თუმცა ის ქალებსა და ბავშვებს არასდროს დაარტყამდა:

“მერე რომ უსწორდება(ბავშვებს) საიდან ამოიცნეს, რომ დიმა არის და ვინც ეს კადრები გაავრცელა, ის ნამდვილად დიმა არის? ინფორმაცია ისე მაქვს, რომ ეგ არის ტყუილი ინფორმაცია, ჩემო კარგო.

როგორ გეკადრებათ? დიმას ჩიტი არ მოუკლავს, ლეკვები და კნუტები სახლში მოჰყავს გზაზე რომ უპატრონოს ნახავს და დიმამ ბავშვებს სცემა?!
მქონდა საუბარი დიმასთან, თვითონ მე ის ვიდეოებიც მაქვს ნანახი და სურათი რომ დაადეს სპეცრაზმის ფორმით იმხელა კაცი რომ არის ღიპიანი, ის დიმა არის?
მთელი ნიქოზი ადასტურებს, ჩაუყევით იმ სურათებს, ნიქოზელები ვინც არიან, ვინც ცნობს, მთელი სოფელი ფეხზე დგას.
მაინცდამაინც სოფელს მობილიზება გავუკეთო და ჩამოვიყვანო რომ მაგის გამკეთებელი დიმა არ არის? მთელი სოფელი აღშფოთებულია, ვინც ცნობს და სურათები ნახა. ეს როგორ შეიძლება, ადამიანს ასე ჩირქი მოსცხონ, ეს ადამიანს, რომელიც ორჯერ ავღანეთში ნამყოფია, რომელმაც რეინჯერის კურსი

დაამთავრა. ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოზე შეყვარებულია, რომელსაც 8 წელია ცოლი ჰყავს და ცოლისთვის სუფრაზე ,”შენი დედა…” არ უთქვამს, იმ ადამიანს ცილს სწამებენ, რომ ბავშვებს და ქალებს სცემა?! გაბრაზებული ვარ საშინლად, მაგ საქმეს მე ისე არ დავტოვებ. უნდა დამიმტკიცონ, უბრალოდ მე ფიზიკურად ვარ ძალიან ცუდად და თავი არ მაქვს, რომ სადაც საჭიროა იქ მივიდე. მაგ წყაროს გამვრცელებლები, ვინც დიმა ამოიცნო, ნუ დამიმტკიცებენ, რომ ის დიმაა. მთელმა სოფელმა იცის, რომ ის დიმაა და ვის რაში დასჭირდა თქმა, მე ამ საკითხს აუცილებლად მივყვები. ჩემო კარგო, მუშაობს ახლა (დიმა) სამსახურშია და რა თქმა უნდა… ყველაზე საშინელი ტყუილი იცი როდის არის, ჩემო კარგო? მაშინ არის, როცა იმ ტყუილს… სამსახური აქვს და ალბათ სამსახურში იყო, სპეცრაზმელია, მაგრამ ბავშვებს და ქალებს ჩემი შვილი არ სცემს. ეს ინტერვიუ არ ვნახო ამოჭრილი, რომ რამე სიტყვა ჩამოაკლოთ.
რა თქმა უნდა, მე კი არ ვამბობ, რომ დიმა ამ კადრებში არ მონაწილეობდა, მთელი სოფელი ამბობს. მთელი ჩემი კოლექტივი გვერდით მიდგას, ვინც ნახა ის ვიდეო, იმ მსუქანი კაცის სურათი, რომელზედაც მერე ,”ფეისბუქიდან” ჩემი შვილის ამოღებული სურათია მერე მიკერებულია და აი ეს ,,მასკიანი” არის ეს პიროვნება, ყველა ამბობს, რომ ეს არის სისულელე. და კიდევ, იმ მხარემ, ვინც ეს გააკეთა დაამტკიცა, როგორი ზნედაცემულებიც არიან. მე, თუნდაც მე, ვინც აზიარებს გვერდებზე, რომ ვნახე ,”ფეისბუქიდან”…
ჩემი შვილი, უკანონობას, რაც ადამიანურ ფაქტორს შეეხება, იმას არასოდეს არ გააკეთებს.

ჩემი შვილი არის რეინჯერების კურსდამთავრებული, ორჯერ ავღანეთმოვლილი, კარგი ქართველი კაცი, რომელიც თავის სამშობლოზე უზომოდაა შეყვარებული. ჩემი შვილი იდგა იქ, სადაც არის საჭირო კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა. ის რომ ჩემი შვილი ქალებს და ბავშვებს გამოჰკიდებოდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მაგის ბრძანებაც არ იქნებოდა გაცემული, რომ გამოეკიდეთ ქალებს და ბავშვებს სცემეთო”- ამბობს ლია შატაკიშვილი.

შეგხსენებთ, რომ რუსული კანონის საწინაამღდეგო აქციაზე პროტესტანტებს ძალოვანებმა სასტიკად სცემეს. კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. განსაკუთრებულად ემოციურად საზოგადოებამ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირება აღიქვა, სადაც სპეცრაზმელი აქტივისტ გოგოს სასტიკად გაუსწორდა.
,”ურტყამენ ქალებს”- ამ წარწერით ვიდეო FACEBOOK-ზე მოქალაქემ გაავრცელდა.

კომენტარის დატოვება