მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანის ამოცნობა შეუძლიათ

კატა თუ ძაღლი? ამ კითხვაზე კამათი დაუსრულებლად შეიძლება. თუმცა, ერთი ფაქტი ძაღლებზე, სავარაუდოდ თქვენს წარმოდგენას შეცვლის იმაზე, თუ რომელი ცხოველის არჩევა სჯობს. თქვენ ენდობით თქვენს ძაღლს, მაგრამ გენდობათ ის თქვენ?

ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ძაღლებს შეუძლიათ გაიგონ, რამდენად სანდო ადამიანია მათ სიახლოვეს. აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველები ნამდვილი დეტექტივები არიან და გაგაფრთილებენ მაშინ, თუ სხვა ადამიანთან სიფრთხილე გმართებთ.

კვლევა კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერმა აკიკო ტაკაოკამ ჩაატარა. მას და მის კოლეგებს სურდათ გაეგოთ დაუჯერებდა თუ არა ძაღლი ადამიანს, მაშინ როცა ის მას ატყუებდა. ექსპერიმენტი 3 ეტაპად ჩატარდა, რათა გაეგოთ რა სისწრაფით აღმოაჩენდა ცხოველი, რომ მის წინაშე არასაიმედო ადამიანი იდგა.

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეს კვლევა ძაღლების ქცევის შესწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერიმენტის ფარგლებში ძაღლის პატრონები თავდაპირველად საკვებით სავსე კონტეინერისკენ მიუთითებდნენ. ძაღლი მათთან მირბოდა. შემდეგ ადამიანი ცარიელ კონტეინერს აჩვენებდა. ძაღლი ტყუვდებოდა და ჟესტს ბრმად მიჰყვებოდა.

ცნობილია, რომ ძაღლები იმ ობიექტებით ინტერესდებიან, რომლებსაც მეპატრონე უთითებს. მათ სწორად ესმით ადამიანთა ჟესტები. მაგრამ, თუ ისინი შეუსაბამო იყო, ძაღლი ნერვიული და დაძაბული ხდებოდა.

ცარიელ კონტეინერთან არცერთი ცხოველი არ მივიდა. მეორე ჯერზე მათ ტყუილს აღარ დაუჯერეს. ექსპერიმენტში მონაწილეობა 34-მა ძაღლმა მიიღო, მათ ერთნაირი შედეგები აჩვენეს. ძაღლები წინა გამოცდილებას იყენებენ, რათა გაარკვიონ დაუჯერონ თუ არა ამა თუ იმ ადამიანს.

ტაკაოკა მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას მგლებთანაც აპირებს. ჯერჯერობით დადასტურებულია, რომ ძაღლები ახალი ნივთების მიმართ ინტერესს გამოხატავენ, მაგრამ შემდეგ აკეთებენ დასკვნას, გააგრძელონ თუ არა ადამიანის ნდობა.

ძაღლებს ასევე ესმით თუ როგორი ურთიერთობა აქვთ მათ პატრონებს სხვა ადამიანებთან. მეორე ექსპერიმენტში ძაღლის პატრონები უცნობ ადამიანებს დახმარებას სთხოვდნენ. ამის შემდეგ, ადამიანებს სთავაზობდნენ ძაღლს გამასპინძლებოდნენ. ცხოველების ქცევამ ყველა გააოგნა.

შინაური ცხოველები არ იღებდნენ გამასპინძლებას მათგან, ვინც მათ პატრონებს უხეშად მოექცნენ. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ მათგან აეღოთ საკვები, ვინც მათ პატრონს ეხმარებოდა. ექსპერიმენტის აგრესიულმა და უხეშმა მონაწილეებმა ნდობა ვერ მოიპოვეს.

აქამდე დადასტურებული იყო, რომ ძაღლებს ჟესტების და მიმიკის გაგება შეუძლიათ. ისინი შიფრავენ ჩვენს ჟესტებს რათა გაიგონ დაგვიჯერონ თუ არა. ასევე, მეცნიერულად ნაცნობია, რომ ძაღლები აწმყოთი ცხოვრობენ და წარსულზე მხოლოდ არასტანდარტულ სიტუაციებში ფიქრობენ.

თუ ძაღლს არ უყვარს თქვენი მეგობრები, იქნებ რაღაც ვერაა თქვენს მეგობრობას შორის?