“მამა 4 გოლს გაიტანს” – ბუდუ ზივზივაძის უსაყვარლესი შვილის, შაის პროგნოზი

თამარ მაჩიტიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძისა და ნინი კვერნაძის შვილის, შაის ვიდეოს გვიზიარებს.

უსაყვარლესი გოგონას აზრით, დღევანდელ მატჩზე მამამისი 4 გოლის გატანას შეძლებდა.

,,4 გოლი იქნება დღეს! შაის გადაწყვეტილებით”, – ვკითხულობთ ტექსტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა.

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ბუდუ ზივზივაძემ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა.

დღეს ჩვენმა გუნდმა „დინამო არენაზე” ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა და პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

შედეგად საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

კომენტარის დატოვება