მკაცრი მშობლები — ბავშვის მომავალი წარმატების წინაპირობაა! ამიტომაც სინაზე კატისთვის დაიტოვეთ

ჩვენს დროში ხშირად თვლიან, რომ მშობლებმა არასწორად აღზარდეს. ადამიანთა უმეტესობა ტრავმირებული, დაკომპლექსებული და უმოტივაციოა.  ეს კი იმის ბრალია, რომ მკაცრი აღზრდა არ იყო გაიგივებული ბედნიერებასა და დამოუკიდებლობასთან. ფსიქოლოგები ახალგაზრდა მშობლებს ყოველთვის ურჩევენ ბავშვს მეტი თავისუფლება მისცენ.

დაკვირვება კი საპირისპიროს აჩვენებს. ერიკა რასონმა, ესექსის უნივერსიტეტის პროფესორმა კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ მკაცრ და მომთხოვნ მშობლებს წარმატებული შვილები ეზრდებათ.

მკაცრი აღზრდა

თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სიმკაცრეს არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ ძალადობასთან. ამ შემთხვევაში მოაზრებულია მოთხოვნები და შეზღუდვები, მაგრამ არა ქამარი. კვლევა, რომლის ფარგლებშიც 13-14 წლის 15 000 ბავშვი გამოკითხეს, აჩვენა, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ძალიან მკაცრები იყვნენ, უფრო მეტად თავდაჯერებულები და შეუპოვრები ხდებოდნენ.

ბავშვები, რომლებსაც უდრეკი და აბეზარი დედები ჰყავდათ, კოლეჯს ასრულებდნენ და კარგ სამსახურს შოულობდნენ. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მომთხოვნი და მკაცრი დედების შვილები წარმატებულები ხდებოდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გოგონებში, რომლებიც მკაცრად იზრდებოდნენ, ადრეულ ასაკში დაორსულების შანსი 4%-ით მცირე იყო.

“ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაღწევთ წარმატებას იმის კეთებით, რასაც უფრო მოხერხებულად მივიჩნევთ ჩენთვის, მაშiნაც კი თუ ეს მშობლების სურვილს ეწინააღმდეგება. მაგრამ, რაც არ უნდა ვეცადოთ გავექცეთ ჩვენს მშობლებს, ნებისმიერი მათი რეკომენდაცია ჩვენ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. უბრალოდ ვთვლით, რომ თავად ვწყვიტავთ.” – ამბობს რასონი.


რომ გადავხედოთ მაგალითებს ჩვენი ცხოვრებიდან, შევნიშნავთ, რომ კვლევები სწორია. მაგალითად, როცა მშობლები გვიშლიდნენ ურთიერთობა გვქონოდა რომელიმე მეზობელთან ან კლასელთან. ისინი გვიხსნიდნენ კიდეც ამის ზუსტ მიზეზს.

ბუნებრივია, თქვენ არ უჯერებდით და მაინც გქონდათ კონტაქტი მათთან. საბოლოოდ თქვენი ურთიერთობა შეწყდა, რადგანაც მოგვიანებით მშობლების სიმართლეში დარწმუნდით. შედეგი: მოზრდილ ასაკში უკვე ავტომატურად უშვებ ზედმეტ ადამიანებს შენი ცხოვრებიდან.

ან, სანამ თქვენი მეგობრები 13-16 წლის ასაკში კლუბებში დარბოდნენ და ბიჭებს კოცნიდნენ, თქვენ დავალებების მომზადებას, ფორტეპიანოზე დაკვრას გაძალებდნენ და კომენდანტის საათს გიყენებდნენ. საბოლოოდ კი ამ მეგობრებმა ვერაფერს მიაღწიეს, თავად კი კარგი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდით, სათანადო მამაკაცი გაიცანით და სსარგებლო კონტაქტები დაამყარეთ. მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო.

ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც მკაცრად ზრდიან, პასუხისმგებლობის შესაშური გრძნობა აქვთ. ისინი ყოველთვის წესრიგს ამყარებენ, არ აქვთ ვალები, დროულად სტუმრობენ ექიმს და ბევრ ისეთ საქმეს აკეთებენ, რომლებზეც სხვები ნერვიულობენ.

აკონტროლეთ შვილის ცხოვრება. ეს არ ნიშნავს მისი თავისუფლების შეზღუდვას, ნებისმიერი რამის აკრძალვისას აუხსენით მიზეზი. რა თქმა უნდა, ის შეგეწინააღმდეგებათ, მაგრამ მას შემდეგ რაც გარდატეხის ასაკს გაივლის მიხვდება, რომ სწორ პრიორიტეტებს უსახავდით.