ყვავილოვან კომბოსტოს შეგვიძლია სამეფო ბოსტნეული ვუწოდოთ. ის ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის, შეიცავს იმაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ვიდრე ციტრუსები. შეგიძლიათ ყვავილოვანი კომბოსტო დიდი რაოდენობით გამოიყენოთ და არ შეგეშინდეთ, რომ მოიმატებთ. ეს ძვირფასი დიეტური პროდუქტი განუმეორებელი გემოთი ხასიათდება.
წარმოგიდგენთ მისი მომზადების რეცეპტს ღუმელში. დარწმუნებულები იყავით, რომ კერძი გულგრილს არ დაგტოვებთ.
ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო – 500გ
მაგარი ყველი – 100გ
არაჟანი – 3 ს.კ.
კვერცხი – 1ც
ნიორი – 2 კბილი
ნაღების კარაქი – 2ს.კ
კამა – 2 ს.კ.
გახუხული პური – 40 გ
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების ხერხი:
- დადგით ცეცხლზე მარილიანი წყალი. როცა მოიხარშება, კომბოსტო მოათავსეთ და 3-4 წუთი ხარშეთ. წყალს ცოტაოდენი ლიმნის წვენი დაუმატეთ.
- კომბოსტო საცერში მოათავსეთ, რათა წყალი დაიწრიტოს. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
- სპეციალური ფორმის ჯამს წაუსვით კარაქი და ჩადგით კომბოსტო.
- თასზე გატეხეთ კვერცხი არაჟნით, დაამატეთ ნიორი, კამა, მარილი და შავი პილპილი.
- მზა სოუზს დაამატეთ კომბოსტო და გამოტენეთ ყველითა და გახუხული პურით. ღუმეში 15 წუთი გააჩერეთ, იქამდე, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
როგორც ხედავთ, ამ კერძის მომზადებას დიდი დრო არ მიაქვს. ყვავილოვანი კომბოსტო შეგიძლიათ აიღოთ როგორც ქორფა, ასევე გაყინული.