ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელსაც დუბაიში კლიპის გადაღება კოლოსალური თანხა დაუჯდა

მოგეხსენებათ დუბაიში ვიზიტიც კი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დღევანდელი ქართული ეკონომიკის ფონზე, ძალიან რთულია დუბაიში ტურისტულად ჩასვლაც კი, რაც შეეხება მანდ ვიდეოს გადაღებას და საქმიან ვიზიტს – ბევრად ხარჯიანი სიამოვნებაა.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თანამედროვე ქართველ მომღერალზე, რომელმაც დუბაიში უნიკალური კლიპი გადაიღო.მსგავსი ხარისხიანი ნამუშევარი ქართულ რეალობაში იშვიათია. მომღერალი ყველასათვის კარგად ნაცნობი ბაჩო რამიშვილია.

გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთებს :

-ამ სიმღერის კლიპი სად გადაიღეთ?

– თბილ ქვეყნებში, დუბაიში, სიმღერიდან გამომდინარე ეს ლოკაცია გადაწყდა. გადაღებები ძალიან რთული იყო, რადგანაც დუბაიში უამრავი რეგულაციაა, რაც შეზღუდვებს გვიწესებს გადაღებებზე. ჩვენ დავძლიეთ უამრავი გამოწვევა  , რათა კლიპი გადაგვეღო.

-ვინ არის კლიპის რეჟისორი?

-სერგო ეგოიანი

-სად შეიძლება კლიპის ნახვა?

-უკვე დევს იუთუბზე და ათასობით ადამიანმა ნახა.

-მუშაობის პროცესი როგორი იყო?

-ცხელი, ცხელი, +38 გრადუსი, არ მიყვარს ისეთი კლიმატი, სადაც ჰაერი არ არის.სხვადასხვა ლოკაციებზე საირული გვიწევდა, ერთმანეთისგან  შორს იყო საკმაოდ .

-დიდი მადლობა, ძალიან მოვიხიბლე კლიპით, მართლაც უმაღლესი ხარისხიაა ეტყობა პირველივე წამებზე…

 

მოდით ყველამ ერთად ვუსურვოთ მომღერალ ბაჩო რამიშვილს წარმატებები და ვისაც არ გინახავთ კლიპი, ნახეთ აუცილებლად!

 

 

 

კომენტარის დატოვება