ყველასთვის ნაცნობია, რომ პელმენების მოხარშვა საკმაოდ მარტივი საქმიანობაა და დანაყრებაზეც სწრაფად მოქმედებს. თუმცა, დაგარწმუნებთ, რომ მათი მომზადებისას სხვა ნიუანსებიც არსებობს. ხორცის ხარისხი და ცომი ამ საკვებში 60%-ს შეადგენს, დანარჩენი 40 სწორ მოხარშვას და მომზადებას ეთმობა.
როგორ მოვამზადოთ სწორად პელმენები
1. მოხარშული პელმენები
გაყინული პელმენების გალღობა სავალდებულო არაა. ჩაასხით ქვაბში წყალი, აავსეთ ნახევარი, დადეთ ცეცხლზე და დაელოდეთ წყალი როდის მოიხარშება. დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, ცოტაოდენი წიწაკის მარცვლები და ქურქუმა. ფრთხილად აურიეთ, დაელოდეთ სანამ პელმენები ამოცურდებიან, შემდეგ დაამატეთ 1 ჭიქა ცივი წყალი, ხარშეთ კიდევ 4-5 წუთი.
ცივი წყალი საშუალებას მისცემს ცომს მაქსიმალურად გემრიელად მოიხარშოს. ისინი უფრო მსუბუქები და ჰაეროვნები გახდებიან.
2. პელმენი ორთქლზე
ამ მეთოდით საუკეთესოდ დიდი ზომის პელმენები მზადდება. კონტეინერში დაამატეთ ცოტა წყალი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. მოამზადეთ ნახევარი საათის მანძილზე.
3. შემწვარი პელმენი
გაგიჭირდებათ იპოვნოთ კერძი, რომელიც შემწვარ პელმენზე სწრაფად მზადდება. მომზადების ხერხი საკმაოდ მარტივია. გააცხელეთ ქვაბი, წაუსვით ცოტაოდენი კარაქი, და ცეცხლზე (საშუალოზე ცოტა მაღალზე) პელმენები ორივე მხარეს შეწვით. არ დაგავიწყდეთ მარილი და სანელებლები. შემდეგ, ტაფაზე წყალი ისე დაასხით, რომ ძირს 0.5 სმ-ით ფარავდეს. დაელოდეთ სანამ წყალი აორთქლდება და მზადაა.
4. პელმენები მიკროტალღურ ღუმელში
მოხერხებულია, სწრაფია და კერძს მუდამ არ მოურევთ. მოათავსეთ პელმენები ჯამში, დაასხით არაჟანი წყალთან პროპორციაში 1:2ზე, დაამატეთ მარილი და სუნელები. სოუსმა პელმენი 5-7სმ-ზე უნდა დაფაროს. მიეცით რეჟიმი “გამოცხობა” 20 წუთის ხანგრძლივობით. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი და დატოვეთ 10 წუთი გათბობის რეჟიმზე.
როგორც ხედავთ, მსგავსი მარტივი კერძიც კი შეიძლება მოვამზადოთ არაბანალური ხერხით და ახლობლები სიახლით გავაოცოთ.