9 რჩევა : ” როგორ მოვიქცეთ ეკლესიაში? ” ყველამ, ყველამ! გააზიარეთ!

1. მომზადება

მთელი კვირის განმავლობაში. კარგ ქრისტიანს ყოველთვის ახსოვს ეკლესია. მოუთმენლად ელოდება კვირა დღეს, რომ წავიდეს ტაძარში. თუ დაუდევრად გაატარე მთელი კვირა, მიმართე შენი გონება ეკლესიაზე ფიქრისაკენ კვირა დღეს მაინც.

2. მოკრძალება

გახსოვდეს, რომ ტაძარში ხარ, ღვთის წინაშე! მეფის ან პატრიარქის წინ მოკრძალებული, ღვთის წინაშე კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგახარ! ეს უტიფრობაა.

3. საუბრის გარეშე

ვინც საუბრობს ტაძარში, თივოთონაც არ ლოცულობს და სხვასაც ხელს უშლის. სემინარიის მოსწავლე შევიდა ტაძარში და ყურადღებით უსმენდა ლიტურგიას. გვერდით მდგომი ნაცნობი შეეკითხა: „რას გასწავლიან სემინარიაში?“ მან არ უპასუხა. მეზობელმა კითხვა გაუმეორა. მან ისევ არ უპასუხა. გვერდით მდგომი არ გაჩერდა და მესამედ შეეკითხა:“ შენ გეკითხები, რას გასწავლიან?“ „მასწავლიან, რომ ეკლესიაში ლაყბობა არ შეიძლება,“ – იყო პასუხი.

4. ბუტბუტის გარეშე

ბევრს აქვს ჩვევა აჰყვეს მგალობლების ან იმეოროს ბუტბუტებით მღვდლის ან მედავითნის სიტყვები. მასთან ისინი ვერ ხვდებიან, რომ გვერდში მდგომთ ხელს უშლიან ლოცვაში. ტაძარში საჭიროა წესრიგის დაცვა. ეს ღვთის სახლია, და არა ბაზრის მოედანი. აქ მორწმუნემ უნდა ილოცოს ჩუმად, გულში.

5. როდის შეიძლება დაჯდომა

იჯექი, როდესაც ნებადართულია და იდექი, როდესაც აუცილებელი. ნათქვამია: „ჯობია იჯდე და იფიქრო ღმერთზე, ვიდრე იდგე და იფიქრო ფეხებზე“.

6. პირჯვარი

ასევე საჭიროა ვიცოდეთ როდის დავიწეროთ პირჯვარი: ყოველი ლოცვის თავსა და ბოლოში, ცისკრის დაწყებისას, როდესაც მღვდელი ამბობს: „კურთხეულ არს ღმერთი, „წმინდა სამების ხსენების დროს: „კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ … ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხსენებისას, „ღირსარსის ლოცვისას, დღის წმინდანის ხსენებისას და საკვანძო მომენტების დროს, მაგალითად, ასამაღლებლისას – „შენნი შენთაგან“ და ა.შ.

ნუ გაღელვებს, თუ თავიდან ყველაფერი არ გამოგივა ცოდნისა და გამოცდილების მიღებას დრო სჭირდება.

7. ზიარების წესი

სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორი შეხლა-შემოხლაა წმინდა ბარძიმის გარშემო.კამათობენ, ვინ არის პირველი, ყაყანებენ!

ქრისტიანები ერთმანეთის მიყოლებით მკაცრი წესრიგის დაცვით უნდა მიეახლონ ბარძიმს. ყველა ლოცულობს გულში, რათა ღმერთმა შეიწყალოს იგი. გახსოვდეს, სად მიდიხარ! ნუ აქცევ ყურადღებას სხვის საქციელს. ნუ გწყინს, თუ მღვდელი შენიშვნას მოგცემს. ნუ უყურებ გაბრაზებული, თუ ვინმე გადაგასწრებს.

8. აუცილებელია წესრიგის დაცვა და სიჩუმე მსახურების დამთავრებამდე

ხდება ხოლმე, მსახურება არ დამთავრებულა და უკვე ისმის მისალმებები და სიცილი. მთელი ლიტურგიის დროს სიჩუმე იყო, ბოლოს კი ატყდა ხმაური არა მარტო გარეთ, არამედ სტოაშიც.

ტაძარი სასადილო არ არის, სადაც ყველა შედის, ჭამს და გამოდის. ტაძარი ჩვენი ზეციური მამის სახლია. აქ სიარული გვაძლევს სულიერ ძმებთან და დებთან ყოფნის საშუალებას. რა თქმა უნდა, სასარგებლოა მათთან ურთიერთობის გაგრძელებაც, მაგრამ არა ტაძარში და არა მსახურების დროს.

9. ხატებზე მთხვევა

გრძნობის ყველაზე მკაფიოდ გამომხატველი არის კოცნა. როდესაც ჩვენ მივეახლებით ხატს, რათა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება მასზე გამოსახული წმინდანის მიმართ, იოანე დამასკელის სიტყვებით რომ ვთქვათ, მივმართავთ არა ხეს და საღებავებს, არამედ პირველსახეს. როდესაც ვემთხვევით ხატს, კოცნა მიმართულია მასზე გამოსახული წმინდანის მიმართ.

მაგრამ, სარგებლის მისაღებად, საჭიროა წესების ცოდნა. ყველა, ვინც შედის ტაძარში, მიეახლება ამ ტაძრის მთავარ ხატვს. არ არის საჭირო ღვთისმსახურების დროს მთელ ტაძარში სიარული და ყველა ხატთან მისვლა, ამით ხელს ვუშლით სხვებს ლოცვაში და ყურადღების მოკრებაში. სჯობს ეს ღვთისმსაურების შემდეგ გავაკეთოთ. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ყველაფერში საჭიროა წესრიგის დაცვა.

კომენტარის დატოვება