„სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის:
1. ავადმყოფობა ზოგჯერ შედეგია ცოდვებისა. ამიტომ, ექიმთან ერთად, უნდა მივმართოთ მოძღვარს აღსარებისთვის.
2. ნაკურთხი წყლის და სეფისკვერის უზმოზე მიღება.
3. აღსარების საიდუმლო, შვიდგზის ზეთის ცხება, ზიარება.
4. ხატთან ან წმინდანის საფლავთან დანთებული კანდელის ზეთის ცხება შუბლზე ჯვრის სახით (ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ).
5. განუწყვეტელი ლოცვა იესო ქრისტეს სახელის მოხმობით: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, ან „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა და შემიწყალე“.
6. უკურნებელი სენი თუ გეწვიათ, ნუ შეშინდებით, იმედს ნუ დაკარგავთ. გახსოვდეთ, რომ უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა. მოიწვიეთ მოძღვარი და მისი დარიგებებით ისარგებლეთ.
7. წმინდა წერილის და წმინდანთა დარიგებების კითხვა.
8. კლასიკური მუსიკისა და საგალობლების მოსმენა.
9. განკურნებისათვის აუცილებელია ქრისტეს რწმენა და სინანული (გადაწყვეტილება ცოდვებისაგან განშორებისა).“