აიღეთ ერთი პაკეტი კეფირი და ცოტა კენკრა და ასეთ საოცარ ღვეზელებს გამოაცხობთ ტაფაზე

საოჯახო რეცეპტით გამასპინძლება ყოველთვის გემრიელი კერძის წინაპირობაა, იმიტომ რომ მათში წარსული ცხოვრობს. თითოეულ ადამიანს გაახსენდება მოგონება, თუ როგორ ამზადებდა ბებია თავისი ხელებით ამ შემოქმედებას.

წარმოგიდგენთ ერთ გენიალურ რეცეპტს: ღვეზელი კენკრით, რომელშიც კეფირის ჩანაცვლება იოგურტით ან ფერმენტირებული რძით შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ ფქვილის ცომი, ის ისეთი უნდა იყოს, როგორც სქელი თაფლი. ამაშია კერძის შეუდარებელი სირბილის საიდუმლო.

კეფირზე მომზადებული ცომი უნივერსალურია და აბსოლიტურად ყველანაირ შიგთავსს უხდება.

ინგრედიენტები:

კეფირი – 400 მლ

შაქარი 1.5-2 ს.კ.

მარილი – 0.5 ჩ.კ.

სოდა – 1 ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი – 1 ს.კ

ხორბლის ფქვილი – 350-400 გრ

კენკრა – 400გრ

მომზადების ხერხი

1. ცომისთვის ღრმა ჯამში აურიეთ ყველა ინგრედიენტი კენკრის გარდა. მკვრივი მასა გამოგივათ.

2. ცოტაოდენი ცომი ხელისგულზე დაიდეთ. სუფრის კოვზით ფორმა მიეცით. ცენტრში ცოტაოდენი კენკრა დააწყვეთ. მეორე ხელი ფქვილში ამოავლეთ და სწრაფად მოახვიეთ. ღვეზელები გამთბარ ტაფაზე სასწრაფოდ მოათავსეთ.

3. არაა საგანგაშო თუ ღვეზელების ზედაპირი მთლიანი არაა და ნახლეჩები აქვს. საშუალო ცეცხლზე შეწვით და ორივე მხარეს 3 წუთი გააჩერეთ. მომზადებული ღვეზელები ქაღალდის პირსახოცზე მოათავსეთ, რათა ზედმეტი ზეთი გაიწოვოს, არ დაელოდოთ გაციებას, დააწყვეთ თეფშზე.


ამ ინგრედიენტებით 13-14 ღვეზელი გამოგივათ. გემრიელია მაშინ, როცა ცხელია და რძით ან კეფირით მიირთმევთ. დარწმუნებულები იყავით, რომ ისეთი გემრიელი გამოდის, მომზადებიდან გაციებასაც ვერ მოასწრებს!

კომენტარის დატოვება