ტესტი: აირჩიეთ მოცეკვავე წყვილი და გეტყვით როგორი ურთიერთობა გჭირდებათ თქვენ!

ყველა ადამიანი განსხვავებულია, ასევე ურთიერთობებიც განსხვავებული სჭირდებათ. ზოგ მათგანს მშვიდი კავშირი სურს, ზოგს – ვნებიანი, სხვას კი ორივე ერთდროულად. ჩვენ დღეს გთავაზობთ ტესტს, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, თუ როგორი ტიპის ურთიერთობა გჭირდებათ თქვენ.

მაშ ასე, შეხედეთ მოცემულ ილუსტრაციას და აირჩიეთ ერთი მოცეკვავე წყვილი

1. ფლამენკო

თქვენ ჯერჯერობით არ გსურთ ურთიერთობაში ყოფნა. რომც შეხვდეთ მეორე ნახევარს, მაინც თავისუფლების ძიებაში იქნებით. ახლა თქვენი მსგავსი ადამიანი გჭირდებათ, რომელსაც არ უყვარს ბარიერები და შეზღუდვები.

2. ბალეტი

თქვენ გჭირდებათ ,,ამაღლებული” ურთიერთობა. სწორედ ის, რომელიც სრულყოფილებას მოგანიჭებთ და რომანტიკით აგავსებთ. თქვენთვის მთავარი სიყვარულია, პირველი დანახვიდან სამუდამო ცხოვრებამდე.

3. ტანგო

თქვენ ვნებით სავსე ურთიერთობა გჭირდებათ. თუ თქვენსა და პარტნიორს შორის საკმარისი ვნება არ იქნება, მალე მოიწყენთ და სხვა ურთიერთობის ძებნას დაიწყებთ. ამასთან ასეთი ურთიერთობა ჩხუბის გარეშეც არ ჩაივლის.

4. სალსა

თქვენ ჰარმონიული ურთიერთობა გჭირდებათ, სადაც მთავარი თანასწორობაა. ბედნიერი იქნებით იმ ადამიანთან, რომელიც ისეთს შეგიყვარებთ, როგორიც ხართ და ასევე მოიქცევით თქვენც. ასეთი წყვილი, როგორც წესი, მყარი მეგობრობით იწყებს ურთიერთობას.

5. დისკო

თქვენ არაპროგნოზირებადი ურთიერთობა გინდათ. გჭირდებათ ადამიანი, რომელთანაც წყნარ საღამოსაც გაატარებთ და მეორე დღეს სპონტანურად წახვალთ სხვა ქალაქში სავახშმოდ. ბედნიერი იქნებით მასთან, ვინც თქვენი მონათესავე სული გახდება.

6. ვალსი

თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები იქნება ურთიერთობაში. დიდად არ გსურთ სერიოზულ საკითხებზე პასუხისმგებლობის აღება და გირჩევნიათ ეს სხვამ გააკეთოს. იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ბოლომდე დაეყრდნობით და ისიც სიამოვნებით შეითავსებს დომინანტ როლს.

თქვენ რომელი წყვილი აირჩიეთ? ახლოს იყო პასუხები თქვენს რეალობასთან? მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება