ტესტი: როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ხასიათი ვარდის დახმარებით

ნაზი ვარდები
ვარდი ითვლება სიყვარულისა და ვნების სიმბოლოდ. როცა პარტნიორი ქალს ნაზი ვარდების თაიგულს ჩუქნის, აქ სიტყვები აღარ არის საჭირო: თავად ყვავილები ყველაფერს ამბობენ. ყურადღებით დააკვირდით წარმოდგენილ ყვავილებს და მიხვდებით, როგორი ადამიანია თქვენს წინაშე.

1. პატიოსანი, ღია ადამიანი აირჩევს ასეთ ყვავილს. მას აქვს გაბედული, მიზანდასახული ხასიათი და კარგი ინტუიცია. წითელი ვარდის მოყვარულებს არ აქვთ უკან დასახევი გზა, მათ იციან რა უნდათ და აღწევენ თავიანთ მიზნებს.
ასეთ ადამიანებს ხშირად უგროვდებათ სტრესი იმის ხარჯზე, რომ ისინი ყოველთვის ჩქარობენ და ივიწყებენ დასვენებას. აუცილებელია, რომ დროდადრო ისწავლოთ მოდუნება: გაისეირნეთ პარკში, უყურეთ კარგ ფილმს, დაისვენეთ დივანზე საყვარელი წიგნით ხელში.

2. უჩვეულო ყვავილის არჩევა მეტყველებს ხასიათის ექსკლუზიურობაზე: თქვენ გიყვართ სხვებზე ზრუნვა. ნათესავები და ოჯახი თქვენთვის პირველ ადგილზე არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად გაქვთ ალტრუისტული მიდრეკილებები, თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ უფრო გახსნილი. ხშირად ჩვევაში გაქვთ რთულ სიტუაციებში გარე სამყაროსგან თავის დაღწევა. ისწავლეთ გარისკვა, არ ინანოთ ცვლილებები და მაშინ ნამდვილად იგრძნობთ ცხოვრების გემოს.

3. ასეთი არჩევანი ადამიანის მგრძნობიარე ხასიათზე მეტყველებს, ემოციები ხშირად ძალიან წამყვანი ხდება თქვენთვის და რაღაცებში ხელსაც კი გიშლით. შედეგი ის არის, რომ თავს ზედმეტად და არასაჭიროდ გრძნობთ ზედმეტი წუხილის გამო. ნუ შეგეშინდებათ სხვისი აზრების, დამშვიდდით და მიიღეთ რეალობა.

4. თქვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ყოველთვის გაქვთ სალაპარაკო თემა, გახსნილი ხართ ახალი ნაცნობებისა და თავგადასავლებისთვის. უბრალოდ, აუცილებელია შეწყვიტოთ საქმის სანახევროდ კეთება, იყავით უფრო დაჟინებული, იპოვეთ ძალა საკუთარ თავში და გამოიჩინეთ უფრო დიდი ინტერესი იმის მიმართ, რასაც აკეთებთ.

5. ნაზ ყვითელ ვარდებს ირჩევენ გამძლეობითა და მონდომებით დაჯილდოებული ადამიანები. საკმარისად მოწესრიგებული ხართ იმისთვის, რომ თქვენი სურვილები ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს. თქვენ უნდა იფიქროთ პირად ცხოვრებაზე: საყვარელ ადამიანთან სიხარულის გაზიარება ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ამის მარტო განცდა.

6. თქვენ მოგწონთ მომავლის გეგმების შედგენა, მაგრამ გავიწყდებათ აწმყოთი ტკბობა. ოცნების ნაცვლად, დაიწყეთ თქვენი სურვილების ახდენაზე ბრძოლა და დაისახეთ მიზნები.

ადამიანის არჩევანი ძალიან ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე. ასეთი ტესტები კი კარგი საშუალებაა, დავუკვირდეთ საკუთარ თავს და უკეთ გავიცნოთ ის. საჭიროების შემთხვევაში კი სასიკეთო ცვლილებების დაგეგმვაც აუცილებელია.

თქვენ რომელი ფერის ვარდი აირჩიეთ? ეთანხმებით აღწერას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები!

კომენტარის დატოვება