ამ ცომის მოსამზადებლად აიღეთ 1.5 ჭიქა ფქვილი და 0 გრამი საფუარი

თუ საფუარიან ცომთან დიდხანს მუშაობა არ გსურთ, მაგრამ გემრიელი საშინაო პიცის მომზადება გინდათ, აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი. სწორედ ასე ამზადებენ იტალიელები!

მსგავსი ცომის მთავარი ღირსება იიმაშია, რომ გაცილებით სწრაფად მზადდება და ნაკლებ დროს წაგართმევთ.

სწრაფი ცომი პიცისთვის საფუარის გარეშე.

ეს პიცა მცენარეულ ზეთზე მზადდება. გამოდის თხელი და ხრაშუნა.

ინგრედიენტები ცომისთვის

1,5 ჭიქა ფქვილი

4 ს. კ. მცენარეული ზეთი

1 ჩ კ. გამაფხვიერებელი

0,5 ჩ კ. მარილი

100 მლ წყალი

მომზადება

გაცერით ფქვილი. მოხერხებულ ჭურჭელში აურიეთ გაცრიკი ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ.

2. გადაიტანეთ ღრმა ჯამში. ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ, ჩაასხით წყალი და მზესუმზირის ზეთი, შეიძლება ზეითუნიც.

3. მოზილეთ ცომი, თავიდან კოვზით, შემდეგ ხელებით. მიიყვანეთ ერთგვაროვნობამდე. ცომი რბილი და ელასტიური უნდა იყოს.

4. აცადეთ ნახევარი საათი და თამამად გამოაცხვეთ მისგან გემრიელი და არომატული პიცა.

5. მითითებული ინგრედიენტებისგან მოზილეთ ცომი სისქით 2-3 მმ 1 ლანგარზე. ამ ცომისგან პიცა 10-15 წთ 180 გრადუსზე უნდა გამოცხვეს. ასევე გამოვა ტაფაზე მომზადებისასაც.

რაშია გემრიელი პიცის საიდუმლო?” ვკითხე ერთხელ ძველ იტალიელს პალერმოდან. “შიგთავსში?” მან კი მიპასუხა “ცდებით ქალბატონო, საქმე ცომშია და მხოლოდ მასში!”

იმისთვის რომ პიცა ნამდვილად გემრიელი გამოვიდეს, ცომი სწორად უნდა მოამზადოთ.

კომენტარის დატოვება