ამ ხერხების დახმარებით თქვენ სახლს ყველაზე სწრაფად და მოხერხებულად დაასუფთავებთ

1. სამზარეულოს დასუფთავება

ხის დაფებისა და ზედაპირების გასაწმენდად მოაყარეთ მათზე მარილი და დაასხით ნახევარი ლიმონის წვენი. დამწვარი ჭურჭლის გასაწმენდად კი აურიეთ ერთმანეთში ძმარი და სოდა. ამ მიქსს თითქმის ყველაფრის მოშორება შეუძლია თქვენი ჭურჭლის ზედაპირიდან.

2. ტუალეტის გაწმენდა

თუ დაიღალეთ ჭუჭყიანი საშხაპის თავის ყურებით, უბრალოდ შემოახვიეთ მას ძმრით სავსე პარკი და დატოვეთ ასე 1 საათით. ამის შემდეგ უბრალოდ ჩამორეცხეთ და დატკბით სუფთა აქსესუარით.

ასევე, თქვენი ონკანის ზედაპირის გასაწმენდად შეგიძლიათ გრეიფრუტის წვენი გამოიყენოთ. უბრალოდ გაწმინდეთ მთლიანი ზედაპირი მასში დასველებული საწმენდით და დატოვეთ ასე გასაშრობათ 10–15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცხელი წყლით ჩამორეცხეთ და დაუბრუნეთ ახალნაყიდი ნივთის იერი. ეს მეთოდი სააბაზანოში კარგ სურნელსაც დააყენებს.

4. უნიტაზის მოვლა

ყველაზე მოხერხებული საშუალება უნიტაზის გასაწმენდად კბილის პასტაა. ასევე მისი გარე ნაწილის გასახეხად კი მარტივად შეგიძლიათ უბრალოდ ბავშვის სველი ხელსაწმენდები გამოიყენოთ. მათი დახმარებით 30 წამში თქვენი სააბაზანო უნაკლო იქნება.

5. კატის ქვიშის ყუთის მოვლა

ქვიშის ცუდი სუნის მოშორება მარტივადაა შესაძლებელი. შემდეგ ჯერზე, როდესაც კატის ყუთს გარეცხავთ, ამოავლეთ იგი ძმარში და ეს ნივთიერება სრულიად შეიწოვს კედლებზე მიწებებულ უსიამოვნო არომატს. შემდეგ აცალეთ გაშრომა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გარეცხეთ თბილი წყლით.

კომენტარის დატოვება