ტორტი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ, არის საოცრად ნაზი კონსისტენციის და უზომოდ გემრიელი. ყველაზე მთავარი კი, რითაც ის მოხიბლავს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევართ, არის ის, რომ დესერტი მზადდება ფქვილის გარეშე. ამასთან, არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს და ბევრ დროს.
ინგრედიენტები
- 4 ცალი კვერცხი
- ორი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 300 გ არაჟანი
- ერთი მწიკვი მარილი
- 3 ს. კ. სიმინდის სახამებელი
- 3 ს. კ. შაქარი
- ორი ს. კ. შაქრის პუდრა
მომზადება
- კვერცხის ცილა და გული გააცალკევე სუფთად ისე, რომ ერთმანეთს ცოტათიც არ შეერიოს, თორემ ცილა არ ამოვა.
2. კვერცხის გულს ჩაამატე გამაფხვიერებელი, სახამებელი, შაქარი და არაჟანი. ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ცილა ათქვიფე მარილთან ერთად მიქსერით მყარი ქაფის წარმოქმნამდე. გადაიტანე კვერცხის გულის მასასთან და ფრთხილად შეურიე მას ნიჩბით.
4. მაღალ საცხობ ფორმას, რომლის დიამეტრია 16 სმ, ჩააფინე პერგამენტი, წაუსვი ზეთი და გამოაცხე ცომი 170 გრადუსზე 35 წუთის მანძილზე.
5. ბისკვიტს მოაცალე ქაღალდი და გადაიტანე თეფშზე. მოაფრქვიე შაქრის პუდრა და ბოლომდე გააციე.
ათქვეფილი ცილა ბისკვიტს საოცარ ჰაეროვნებას ანიჭებს, არაჟანი კი – განუმეორებელი ნაღების გემოს. გამოაცხეთ და მოიწონეთ თავი ოჯახის წევრებთან თუ სტუმრებთან.
ეს მარტივი და გემრიელი რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!