რაც ეს რეცეპტი ვისწავლე სულ ასე ვამზადებ. გირჩევთ თქვენც სცადოთ. აი რეცეპტი

ფინური მეთოდით მომზადებული კიტრის მჟავე საოცრად არომატული და გემრიელი გამოდის. ის უცებ იჭმევა. ამტომ უმჯობესია მოამზადოთ დიდი პარტია და ისიამოვნოთ ზამთრის ცივ დღეებში სხვადასხვა კერძთან ერთად. ის ხომ თითქმის ყველაფერს უხდება, ხორციდან დაწებული, სალათებით დამთავრებული.

ინგრედიენტები

  • 3 კგ კიტრი
  • 6 ს. კ. მარილი
  • ნახევარი ლ ძმარი
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 3 ლ წყალი
  • 400 გ შაქარი
  • ორი ჩ. კ. მდოგვის მარცვალი

მომზადება

  1. დიდ ქვაბში ჩაასხი წყალი, დაამატე მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და მდოგვის მარცვლები. ქვაბი დადგი ცეცხლზე და წამოადუღე.

  1. კიტრი გარეცხე, მოაჭერი თავი და ბოლო და დაჭერი მსხვილ ნაჭრებად.

  1. ადუღებულ წყალს დაამატე 6% იანი ძმარი და კვლავ წამოადუღე.
  2. შემდეგ ჩაამატე კიტრი და მოხარშე, სანამ ბოსტნეული ფერს არ შეიცვლის.

  1. ამის შემდეგ კიტრი მოათავსე გარეცხილ და დამდუღრულ ქილებში და მოხუფე. შეფუთე თბილი პლედით მეორე დღემდე.

უგემრიელესი ძმრის, დაფნის ფოთლისა და მდოგვის მარინადი კიტრს არაჩვეულებრივ არომატს ანიჭებს. სინჯე და თავად დარწმუნდი. ეს ფინური მწნილი მართლაც ნებისმიერ კერძს უხდება.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!