იტალიური სპაგეტი ყველასთვის საყვარელი კერძია. მისი მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს. ჩვენ დღეს რაღაც განსხვავებულს შემოგთავაზებთ – ორიგინალური ფორმითა და სერვირებით. ეს არის სპაგეტი ,,ჩიტის ბუდეები”, რომელიც დანახვისთანავე მიიპყრობს ყველას ყურადღებას და წარმატება გარანტირებული ექნება.
მიადევნეთ თვალი ქვემოთ მოცემულ ვიდეოს და მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ.
ინგრედიენტები
- 400 გ სპაგეტი
- 4-5 კბილი ნიორი
- 250 გ ტომატ პასტა
- ზეითუნის ზეთი გემოვნებით
- ასი გ მოცარელა
- ერთი ჩ. კ. ბაზილიკი
- ერთი ჩ. კ. ორეგანო
- ორი ს. კ. ორცხობილა
- ხმელი მწვანილი გემოვნებით
- 50 გ ზეთისხილი
მომზადება
- ნიორი დააქუცმაცე და მოშუშე ზეითუნის ზეთში.
- დაამატე ორეგანო და ბაზილიკი და მოშუშე ორიოდ წუთით. ტაფაში ჩაამატე ტომატ-პასტა.
- დიდ ქვაბში აადუღე წყალი, დაამატე მარილი და მოხარშე მასში სპაგეტი ათი წუთის მანძილზე.
- მოცარელა დაჭერი პატარა კუბებად.
- მაკარონი გადაწურე საწურზე. შემდეგ დააბრუნე ისევ ქვაბში და დაამატე მოშუშული ტომატი. კარგად აურიე.
- აიღე ჩანგალი და მისი საშუალებით მოამზადე ,,ბუდეები”. ისინი გადაიტანე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე.
- თითოეული ბუდის შუაში მოათავსე მოცარელას კუბი და ზეთისხილი. მოაყარე ხმელი მწვანილი და მოაფრქვიე საფანელი.
- გამოაცხე ბუდეები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
იხილე ვიდეო:
ასეთი სახის სპაგეტი საუკეთესოა როგორც სადილად, ასევე ვახშმისთვის. ის დაამშვენებს საზეიმო სუფრასაც თავისი ორიგინალური ფორმის გამო.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!