მე უკვე დავიწყე ზამთრისთვის კონსერვებისა და საწებლების მომარაგება. შემდეგ ამ რეცეპტს გადავაწყდი და ძალიან გემრიელი გამოვიდა, თქვენც აუცილებლად სცადეთ. აი რეცეპტი

პომიდვრისგან სხვადასხვა სახის გემრიელი საწებელი მზადდება. ეს იქნება ტომატი, პომიდვრის ჩახოხბილი თუ აჯიკა. დღეს შემოგთავაზებთ იტალიური საწებელის – მარინარას რეცეპტს. ეს სოუსი უნივერსალურია, ვინაიდან უხდება ყველა კერძს – პასტას, ხორცს თუ ლეჩოს, ასევე პიცას და გამომცხვარ ბოსტნეულს.

ინგრედიენტები

  • ორი კგ პომიდორი
  • ასი გ ტომატ-პასტა
  • ორი ჩ კ. ორეგანო
  • ორი ცალი დაფნის ფოთოლი
  • ორი თავი ხახვი
  • 3 ს. კ. ზეთი
  • ორი ჩ. კ. ბაზილიკი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი და დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. პომიდორს დაასხი მდუღარე წყალი, ცოტა ხანში გადაღვარე და დაასხი მას ყინულიანი წყალი. გაფცქვენი პომიდორი და გადაიტანე ქვაბში. დააბლენდრე ხელის ბლენდერით.
  2. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი წვრილად. დიდ ტაფაზე გააცხელე ზეთი და მოშუშე მასში ხახვი. შემდეგ დაამატე ტომატ-პასტა და მოშუშე ორიოდ წუთით.

  1. ტომატისა და ხახვის ნარევს დაამატე პომიდვრის მასა. კარგად აურიე და მოხარშე დაბალ ცეცხლზე 5 წუთის მანძილზე.
  2. შემდეგ დაამატე პრესში გატარებული ნიორი და ყველა ჩამოთვლილი საკმაზი. თუშე კვლავ 5 წუთი.
  3. ქილები გაასტერილე მდუღარე წყლის საშუალებით. პომიდვრიდან ამოიღე დაფნის ფოთოლი, შემდეგ და ეს მასა ჩაასხი ქილებში და მოხუფე.

მზა საწებელი გადაიტანე გრილ ადგილას და ისიამოვნე სხვადასხვა კერძთან მისი წარმატებული კომბინაციით.

თქვენ როგორ ამზადებთ პომიდორს ზამთრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში. ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება