ზოგი დიასახლისი მურაბებს უმატებს ლიმონის წვენს, ჟელატინს და ნიგოზსაც კი. თუმცა მარტო ხილისა და შაქრისგან მომზადებულ მურაბას სულ სხვა გემო აქვს.
აგარ-აგარის დამატების შემთხვევაში კი მისი კონსისტენცია იდეალური გამოდის: ძალიან ნაზი და ფაქტურული. გთავაზოთ გარგარის მურაბის რეცეპტს აგარ-აგარის გამოყენებით.
ინგრედიენტები
- 1,5 კგ გარგარი
- 1,2 კგ შაქარი
- ნახევარი ლიმონი
- 50 მლ წყალი
- 10 გ აგარ-აგარი
მომზადება
1. მწიფე გარგარი გარეცხე გამდინარე წყალში, ამოაცალე კურკები და ხილი გადაიტანე ქვაბში. დააყარე შაქარი, შემდეგ დაასხი წყალი.
2. დაბალ ცეცხლზე დადგი გარგარი და მიიყვანე ადუღებამდე, შემდეგ კი ჩაამატე ლიმონის წვენი, კარგად აურიე და ხარშე კიდევ 20 წუთი.
3. მასას ფრთხილად აურიე ქვემოდან ზემოთ, ოღონდ ისე, რომ ხილი არ დაზიანდეს.
4. აგარ -აგარს დაასხი 50 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი. გახსენი ის ბოლომდე და შემდეგ დაამატე მურაბას. კარგად აურიე და მოხარშე 3 წუთის მანძილზე.
5. მზა მურაბა ჩაასხი გასტერილებულ ქილებში და მოხუფე. ქილები გადააბრუნე და შეფუთე პლედით. როცა გაცივდება, მეორე დღეს გადაიტანე გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!