სტატისტიკის მიხედვით, ყველის სოუსი მსოფლიო კულინარიაში საკმაოდ პოპულარულია. მართლაც, კარგად მომზადებული ყველის სოუსის დამატება ნებისმიერი კერძისთვის მისი წარმატების გარანტია. რაც მთავარია, ამ შესანიშნავი სოუსის შექმნა სახლის პირობებშიც თავისუფლად მოხერხდება. მას გააჩნია რიგი უპირატესობები: შეგიძლია ნებისმიერი მაგარი სახეობის ყველის შერჩევა, სოუსის სისქის დარეგულირება და გარდა ამისა, სახლში მომზადებულ სოუსს აქვს ნაკლებად მკვეთრი გემო და, შესაბამისად, ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.
ინგრედიენტები
- 200 გ ჩედარი ან სხვა მაგარი ყველი
- ერთი ს. კ. ფქვილი
- 80 გ კარაქი
- 200 მლ რძე
- პილპილი ან სხვა საკმაზი გემოვნებით
მომზადება
- ყველი გახეხე წვრილ სახეხზე.
- დაბალ ცეცხლზე გაადნე კარაქი. ჩაამატე ფქვილი და მუდმივად ურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ წვრილი ჭავლით ჩაამატე რძე და თან ურიე.
- მიღებულ ერთგვაროვან მასას დაამატე ცოტ-ცოტა ყველი, თითო ჩამატებაზე ის ბოლომდე უნდა გაიხსნას.
მზა სოუსს გაუსინჯე გემო და შემდეგ დაამატე მარილი და პილპილი ან სხვა საკმაზი გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით. სოუსი გაციების შემდეგ საკმაოდ სქელდება. ამიტომ გამოყენაბამდე ის შეათბე მიკროტალღურ ღუმელში.
გემრიელად მიირთვი, ეს რეცეპტი კი გაუზიარე შენს მეგობრებს!