ორთქლზე მომზადებული თაფლაკვერები

თაფლაკვერი საკმაოდ გემრიელი მშრალი ნამცხვარია. მას სხვადასხვა სანელებელს და თაფლს უმატებენ და ეს ანიჭებს განსაკუთრებულ გემოს. თაფლაკვერი ყველას უყვარს – ბავშვებით დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული. ჩვეულებრივ მას ღუმელში აცხობენ. ჩვენ კი შემოგთავაზებთ განსაკუთრებულ მეთოდს – თაფლაკვერების ორთქლზე მომზადებას.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული ჯინჯერი
  • ნახევარი ჭიქა ნიგოზი
  • 50 გ კარაქი
  • ერთი ს. კ. თაფლი
  • ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
  • ნახევარი ჩ. კ. მიხაკი

მომზადება

  1. ნიგოზი დააქუცმაცე დანით ან ბლენდერით.
  2. ცომის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსე კვერცხი და კარაქი. დაამატე  თაფლი, შაქარი და საკმაზი: მიხაკი, დარიჩინი და ჯინჯერი.
  3. ეს ქვაბი შემოდგი წყლის აბაზანაზე. მუდმივად ურიე და როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაამატე სოდა. აურიე შესქელებამდე.
  4. ქვაბი გადმოდგი წყლის აბაზანიდან და შეაზილე ფქვილი კარგად.
  5. სულ ბოლოს დაამატე დაქუცმაცებული ნიგოზი და კვლავ კარგად აურიე.
  6. სველი ხელით ცომისგან გააკეთე პატარა ბურთულები. ჩაალაგე ისინი ორთქლსახარშის ჭურჭელში და მოამზადე 40 წუთის მანძილზე.

ასეთი სახის თაფლაკვერი შეგიძლია მოამზადო მულტიფუნქციურ ქვაბშიც. თუმცა, ისინი არ ცხვება, მაინც დაბრაწული გამოდის. სურვილის შემთხვევაში, თაფლაკვერებს ზემოდან მოასხი შოკოლადის მინანქარი.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებს!

კომენტარის დატოვება