ტაფაზე მომზადებული ბრინჯის ღვეზელი

თუ არ გასისინჯავთ ბრინჯის ეს კერძი, აუცილებლად უნდა სცადოთ. ის საუკეთესო ვახშამია წელიწადის ნებისმიერ დროს. მზადდება საკმაოდ ორიგინალური მეთოდით და ამას თავად ნახავთ რეცეპტში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ბრინჯი წინასწარ კი არ იხარშება, არამედ უმი სახით ერევა ცომში. კერძი გამოდის ნაზი და თავისებურად არომატული.

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • ერთი ჩ. კ. საფუარი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • 40 გ კარაქი
  • ასი გ ბრინჯი
  • 500 გ ფქვილი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. რძე და ბრინჯი ათქვიფე ბლენდერში. მასას დაამატე კვერცხი, მარილი, შაქარი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიე.

  1. ამ მასას ფრთხილად შეურიე საფუარი, შემდეგ ფქვილი და მოზილე მკვრივი ცომი. დატოვე ასაფუებლად.

  1. ცომი გაყავი თანაბარ გუნდებად და თითოეული მათგანი გააბრტყელე ფირფიტის სახით.

  1. ზეთიანი ტაფა გააცხელე და შეწვი ბრინჯის ცომები ორივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე.

ასეთი სახით მომზადებული ფირფიტები შეგიძლიათ მიირთვათ პურის ნაცვლად. გემრიელია სალათებთან, ასევე წვნიანებთანთან ერთად. ძალიან უხდება ჯემის, მურაბის ან არაჟნის მოსხმა. ბრინჯის ფირფიტები საუკეთესოა პიკნიკზე ან სამსახურში წასაღებად. მალე არ ფუჭდება და არანაირი ამინდი და მგზავრობა არ ემუქრება.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება