ალუბლიანი რულეტი ძალიან გემრიელი გამოდის. ის შანსს არ უტოვებს სხვა დესერტებს. ფაფუკი ბისკვიტი, არაჟნის უნაზესი კრემი და ალუბლის მომჟაო გემო საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს. ეს ისეთი ნამცხხვარია, რომელიც ყველა შემთხვევისთვის შეუდარებელია, როგორც ჩვეული ჩაის სმის, ასევე საზეიმო სუფრის დროს.
ინგრედიენტები
- 150 გ ფქვილი
- 3 ცალი კვერცხი
- ორი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 150 გ შაქრის პუდრა
- ერთი ს. კ. სიმინდის სახამებელი
- რძიანი შოკოლადი გემოვნებით
- 220 გ შაქარი
- ასი გ კარაქი
- 400 გ არაჟანი
- 300 გ ალუბალი
- 3 ს. კ. ნუტელა
მომზადება
- უკურკო ალუბალი გაალხვე, დაამატე 70 გ შაქარი და სახამებელი. გააცხელე მუდმივი მორევით გასქელებამდე. დატოვე გასაციებლად.
2. კარგად გაციებული კვერცხი ათქვიფე. თქვეფის შეწყვეტის გარეშე დაუმატე დარჩენილი შაქარი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და შეგრილებული გამდნარი კარაქი.
3. საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტი და მასზე გადაანაწილე ცომი თანაბრად.
4. ცომზე გადაანაწილე გაციებული ალუბლის მასა, ცოტა დატოვე. გამოაცხე 180 გრადუსზე 10-15 წუთის მანძილზე. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმე.
5. პერგამენტის დახმარებით ჯერ კიდევ ცხელი ცომი გადაახვიე რულეტის სახით.
6. კრემის მოსამზადებლად ცივი არაჟანი ათქვიფე და დაამატე შაქრის პუდრა.
7. რულეტი გახსენი და წაუსვი კრემი. ცოტა მოიტოვე მოსართავად.
8. ნუტელა დაამატე მორჩენილ ალუბალს, აურიე და მოათავსე ცომის ერთ მხარეს. კვლავ გადაახვიე რულეტი.
9. რულეტს ზემოდანაც წაუსვი დარჩენილი კრემი, შემოახვიე სამზარეულოს პარკი და შეინახე მაცივარში მინიმუმ 6 საათით. შემდეგ მოაყარე შოკოლადის ფანტელი.
კრემისთვის სასურველია შეარჩიო ცხიმიანი და სქელი არაჟანი, ხოლო ალუბალი გამოიყენო როგორც ახალი, ასევე გაყინული სახით.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!