გამომცხვარი ღორის ნეკნები

ღორის ნეკნების მირთმევას ბევრი ერიდება მისი ცხიმიანობის გამო. თუმცა ღუმელში გამომცხვარი ნეკნები საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი გამოდის და მეტიც, სწორედ ცხიმი აძლევს მას ასეთ გემოებს. საქონლის ხორცისგან განსხვავებით, ღორის ნეკნებს ცხობისას არ ემუქრება გამოშრობა და გამოფიტვა.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ღორის ნეკნი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ერთი ჩ. კ. კორიანდრი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული შავი პილპილი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული წითელი პილპილი
  • 3 კბილი ნიორი

მომზადება

  1. ნეკნების შიდა მხარე დასერე დანით რომბისებურად, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

  1. ნიორი დაჭერი და თანაბრად გადაანაწილე ნაჭდევებში.

  1. შეურიე ერთმანეთს ორნაირი პილპილი, ჩილი, პაპრიკა, კორიანდრი და მარილი. ეს ნარევი კარგად შეაზილე ხორცს და დატოვე ასე ერთი საათის განმავლობაში.

  1. ხორცის მთლიანი ნაჭერი მოკეცე ორად და გადაახვიე კულინარული ძაფი ან გაუყარე ხის ჩხირები. გამოაცხე ფოლგაში 200 გრადუსზე ერთი საათის მანძილზე.

ღორის ხორცს ძალიან უხდება ასევე როზმარინი და ცერეცო. თუ ცხარე საკვები პრობლემას არ გიქმნით, უხვად შეაზავეთ ნეკნები წიწაკით. ის ძალიან უხდება ცხიმიან ხორცს.

კერძისთვის საუკეთესო გარნირია კარტოფილი და სხვადასხვა ბოსტნეული. ასევე, გამომცხვარი ნეკნები რეკომენდებულია, როგორც მეორე თავი კერძი ბოსტნეულის წვნიანის შემდეგ.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

კომენტარის დატოვება