მოიმარაგეთ მოცვი, მოამზადეთ სოუსი რომელიც არაჩვეულებრივ არომატს სძენს ხორცს. აი რეცეპტი

სწორად შერჩეული სოუსი კერძს საოცარ არომატებს სძენს და ძალიან აგემრიელებს მას. მაგალითად, მოცვის სოუსი ძალიან უხდება ხორცს და ამდიდრებს მის გემოს. ამ ტკბილ-მჟავე სოუსს ამერიკელები იყენებენ ინდაურის კერძთან მადლიერების დღეს. მოცვის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს და დადებითად მოქმედებს იმუნიტეტის განმტკიცებაზე. შეგიძლია გამოიყენო როგორც ახალი, ასევე გაყინული მოცვი.

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა მოცვი
  • ორი ს. კ. ფორთოხლის წვენი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • ორი ჭიქა წყალი
  • 6 ს. კ. შაქარი

მომზადება

  1. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხი წყალი. დაამატე მოცვი, შაქარი და მარილი.
  2. სოუსი ხარშე დაბალ ცეცხლზე. წყალი აორთქლდება, მოცვი კი გამოუშვებს პექტინს. უნდა მოიხარშოს ასე 20 წუთის მანძილზე. შემდეგ ქვაბი გადმოდგი ცეცხლიდან.
  3. შეგრილებულ მოცვის მასას დაამატე ფორთოხლის წვენი და კარგად მოურიე. მზად არის!

როგორც ხედავ, რეცეპტი საკმაოდ იოლია და ამიტომ მომზადების პროცესი ძალიან სახალისოა. ხოლო როცა დააგემოვნებ ხორცთან, თუნდაც მაკარონთან ერთად, მისი გაკეთება სულ მოგინდება. ამიტომ აუცილებლად სცადე ერთხელ მაინც  და შემდეგ ეს რეცეპტი ასწავლე შენს მეგობრებსაც სოცქსელების საშუალებით!

კომენტარის დატოვება