მოიმარაგეთ ალუბალი, გამოაცალეთ კურკა და მოამზადეთ მურაბა. მურაბა არ კარგავს ალუბლის ფორმასა და არომატს

ალუბლის მურაბა ძალიან გემრიელია და ბევრს უყვარს. უმრავლესობა მას კურკით ხარშავს, თუმცა უკურკოდ გაცილებით გემრიელი გამოდის, ამასთან ჩვენი რეცეპტის მიხედვით მომზადებული ალუბალი ინარჩუნებს თავის ფორმას სრულად.

საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა მომზადდეს სიროფი. ის ახდენს ალუბლის კარამელიზაციას. ასეთი წესით მომზადებული ალუბალი ფორმის გარდა ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ალუბალი
  • 1 კგ შაქარი
  • 120 გ ალუბლის წვენი

მომზადება

1. ალუბალი გადაარჩიე, მოაცილე ყუნწები, დამპალი და დაზიანებული ნაყოფი და კარგად გარეცხე. შეაშრე და ფრთხილად მოაცილე კურკები ისე, რომ ნაყოფი მაქსიმალურად მთელი დარჩეს.

2. აიღე 200 გ ალუბალი და გამოწურე მისგან წვენი. ამისთვის ჩაყარე ალუბალი ბლენდერში, შემდეგ დაჭყლეტილი მასა გადაიტანე დოლბანდში და გაწურე ხელით.

3. ქვაბში შეურიე ეს წვენი, ასევე თითო ჭიქა ალუბალი და შაქარი. ხარშე დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.

4. თანდათან დაამატე კვლავ თითო ჭიქა ალუბალი და შაქარი. ბოლო პორციის შემდეგ ხარშე შაქრის სრულ გადნობამდე.

5. მურაბა ჩაასხი წინასწარ გასტერილებულ ქილებში და მოხუფე. ქილები გადააბრუნე და შეახვიე პლედით. დატოვე ასე ერთი დღე-ღამე.

მურაბა ინახება უმაცივროდ, გრილ ადგილას. ის ძალიან უხდება ბლინებს, სხვადასხვა დესერტს და უბრალოდ ჩაის. მთლიანი ალუბლები მაქსიმალურად ინარჩუნებს თავის გემოს და არომატს.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს საინტერესო რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება