ადამიანის ჯანმრთელობა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იკვებება იგი. ამიტომ აუცილებელია დაბალანსებული კვება, კერძოდ კი, რაციონში რაც შეიძლება ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა. უკეთესია მათი მირთმევა სეზონურად. ამ პერიოდის ერთ-ერთი პოპულარული ბოსტნეული ბადრიჯანია. წარმოგიდგენთ მის სასარგებლო თვისებებს, რათა თქვენც დარწმუნდეთ ამ მელნისფერი ბოსტნეულის მიღების აუცილებლობაში.
- დადებითი გავლენა გულის მუშაობაზე. ბადრიჯანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. ის აუცილებლად უნდა მიირთვას ასაკიანმა ადამიანმა, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აწუხებს.
- თავის თვინის კვება. ნივთიერება, რომელიც ბადრიჯანს იისფერს ანიჭებს, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ამიტომ ასაკობრივი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მაგალითად ისეთის, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, აუცილებელია ბადრიჯნის ჩართვა ხანდაზმულთა რაციონში.
- ბრძოლა კიბოს წინააღმდეგ. ბადრიჯანში შემავალი ნივთიერებები ებრძვის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც კიბოს განვითარების მნიშვნელოვან პროფილაქტიკას წარმოადგენს.
- დიაბეტის მართვა. ნახშირწყლების დაბალი შემცველობის გამო ბადრიჯანი ჩართულია დიაბეტიანთა რაციონში. მასში შემავალი მანგანუმი აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას.
- ქოლესტერინის დაქვეითება. პექტინი, რომელსაც ბადრიჯნის კანი შეიცავს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ზედმეტი ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოდევნას.
- წონის ნორმალიზება. ბადრიჯანი საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია და ამდენად ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის საქმეში. ასი გრამი ბოსტნეული შეიცავს მხოლოდ 28 კკალორიას.
- მავნე ჩვევებთან ბრძოლა. მათ, ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურთ, აუცილებლად უნდა მიირთვან ბადრიჯანი, ვინაიდან იგი დიდი რაოდენობით ნიკოტინის მჟავას შეიცავს და ამდენად მარტივად გაუმკლავდებიან ამ პრობლემას.
ბადრიჯანი შეუძლია მიირთვას ყველამ, თუ კუჭის პრობლემა არ აქვს, მაგალითად, წყლულის სახით.
მომზადების წინ ბადრიჯანი აუცილებლად ჩაალბეთ ცივ წყალში 15 წუთით, ან მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ნახევარი საათით, შემდეგ კი გარეცხეთ.
აუცილებლად ჩართეთ რაციონში ბადრიჯნის კერძები, ისიამოვნეთ მისი გემოვნური თვისებებით და განიმტკიცეთ კანმრთელობა!