48 წლის შემდეგ ომის ვეტერანი მის გადამრჩენელს პირველად შეხვდა ( ემოციური ვიდეო)

თითქმის 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯონ მეცლერმა ომის წინა ხაზებზე საშობაო ბარათი მიიღო, რომელშიც მისი გამამხნევებელი სიტყვები ეწერა. ბარათი იმ დროს მეექვსე კლასში მყოფმა დონა კაიემ დაწერა და გააგზავნა ვიეტნამში ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მოტივაციის შესამატებლად.

ჯონი მაშინ 23 წლის იყო და ვერტმფრენის ბორდზე სნაიპერად მსახურობდა. მან ბარათი შობის დღეს მიიღო და მასში დაწერილი მეექვსე კლასელის გამამხნევებელი სიტყვების წყალობით ომის რთულ პერიოდს ბოლომდე მხნედ გაუძლო.

წერილში პატარა დონა კაიე ჯარისკაცს ამერიკის მოსახლეობის დასაცავად ბრძოლისათვის მადლობას უხდიდა და შინ მშვიდობით დაბრუნებას უსურვებდა. ეს იმდენად ემოციური მესიჯი აღმოჩნდა ჯონისთვის, რომ იგი დღემდე ინახავს ამ ბარათს სახსოვრად. მან ახლახანს ოჯახის წევრებს სთხოვა, მოეძებნათ კაია და მასთან შეხვედრა დაეგეგმათ, თუმცა მათ ვეტერან ბაბუას უთხრეს, რომ კაიეს მოძებნა ვერ მოხერხდა.

სინამდვილეში, ჯონ მეცლერის ნათესავებმა გაზრდილი გოგონა ადვილად იპოვეს და მათ ბაბუასთან შეხვედრა საიდუმლოდ დაუგეგმეს. ამ სურპრიზმა როგორი ემოციური ეფექტიც გამოიწვია ამ ორ ადამიანში, უკომენტაროდ უნდა იხილოთ:

კომენტარის დატოვება