პომიდორი ყველა სალათს თუ ცხელ კერძს უხდება. მაგრამ თუ მას ნივრის სოუსს დაუმატებთ ნამდვილად შესანიშნავ კერძს მიიღებთ. აი რეცეპტი

ზაფხულის ძალაში შესვლასთან ერთად პომიდორი თანდათან უფრო გემრიელი და არომატული ხდება. სხვადასხვა სოუსით შეზავებულს კი უკეთესი გემო აქვს. მათი უამრავი რეცეპტი არსებობს. ჩვენ კი ერთზე შევაჩერეთ ყურადღება. ეს არის ნივრით შეზავებული პომიდორი. ერთხელ მოამზადეთ და თავს ვეღარ დაანებებთ.

ინგრედიენტები

  • ორი კგ პომიდორი
  • ერთი თავი ნიორი
  • 80 გ შაქარი
  • ასი მლ ზეთი
  • 4 ცალი ბულგარული წიწაკა
  • ორი ს. კ. მარილი
  • ასი მლ ძმარი
  • მწვანე წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით

მომზადება

  1. ბულგარული წიწაკა გაასუფთავე, დაჭერი და ჩაყარე ბლენდერის ჭურჭელში. დაამატე გაფცქვნილი ნიორი და მწარე წიწაკა. დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. მიღებულ მასას დაამატე მარილი, შაქარი, 6% იანი ძმარი და ზეთი (სასურველია ცივი დაწურვის). კარგად აურიე.

3. ქინძი გარეცხე, დაჭერი წვრილად და შეურიე სოუსს.

4. თითო პომოდორი გაჭერი ოთხად. ღრმა თასის ფსკერზე მოათავსე ცოტა სოუსი, შემდეგ პომოდორი, კვლავ სოუსი და ასე მონაცვლეობით. ზედა ფენა სოუსი უნდა იყოს. დააფარე თავსახური და შედგი მაცივარში ორი დღით.

ამ დროის მანძილზე პომიდორი გახდება პიკანტური. ის ძალიან უხდება ხორცის კერძებს, ასევე კარტოფილს და მაკარონის ნაწარმს. აუცილებლად სცადე, ძალიან მოგეწონება შენც და შენს ახლობლებსაც.

გაუზიარე რეცეპტი მეგობრებს!