ომლეტის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ ჭირდება, თუმცა არსებობ სხვა რეცეპტებიც რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. აი რეცეპტი

ომლეტის მომზადება ყველას შეუძლია. ეს ხომ უმარტივესი კერძია: კვერცხი, რძე და რაიმე ბოსტნეული – და კერძი მზად არის. ყველა კულინარმა ომლეტის კეთებით დაიწყო თავისი საქმიანობა. შემდეგ მათ დახვეწეს ომლეტის მომზადების დეტალებიც და ახლა შესაძლებელია მისი გამოცხობა კექსის ფორმებში.

ინგრედიენტები

  • 120 მლ რძე
  • 70 გ ხახვი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 200 გ ლორი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ლორი და ხახვი დაჭერი წვრილად და შეწვი ზეთში. ცოტა შეაგრილე.
  2. კექსის ფორმებს წაუსვი ცხიმი და მათში მოათავსე ხახვისა და ლორის მასა. ზემოდან დააყარე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და გახეხილი ყველი.
  3. ათქვიფე კვერცხი და რძე, დაამატე მარილი და დაფქული შავი პილპილი. ეს ნარევი დაასხი კექსის ფორმებში მოთავსებულ ინგრედიენტებს.
  4. ფორმები შედგი 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ვიდეოს:

მოამზადე ამ წესით ომლეტი ერთხელ მაინც და მისი გაკეთება სულ მოგინდება. ასეთი მარტივი მეთოდით ხომ მთელ ოჯახს ასაუზმებ.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს სახალისო რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება