მისი მომზადება არცთუისე სასიამოვნო და მარტივია, თუმცა არსებობს სხვა რეცეპტიც რომელიც ნამდვილად გაგიმარტივებთ საქმეს. აი რეცეპტი

ბეზეს მომზადება ბევრს ეზარება ამ პროცესის ხანგრძლივობის გამო. კვერცხის ცილის რუტინული თქვეფისა და დროში გაწელილი ცხობის ნაცვლად ჩვენ შემოგთავაზებთ რაღაც ახალ და მარტივ მეთოდს. ეს არის ბეზეს გამოცხობა მიკროტალღურში, რომელიც მხოლოდ ათ წუთს წაგართმევთ.

ბეზე ფრანგული წარმოშობის დესერტია და ის ცნობილია ე. წ. მერენგას სახელით. ეს ტერმინი უკვე დამკვიდრდა ჩვენს კულინარულ პრაქტიკაშიც.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი კვერცხის ცილა
  • 300 გ შაქრის პუდრა

მომზადება

  1. კვერცხის ცილა და გული გააცალკევე ერთმანეთისგან. ჩვენ გული არ დაგვჭირდება.

  1. შეურიე კვერცხის ცილა და შაქრის პუდრა ერთმანეთს და კარგად მოურიე. უნდა მიიღო სქელი მასა.

  1. ხელით გააკეთე პატარა ბურთულები და მოათავსე წინასწარ პერგამენტდაფენილ თეფშზე, ერთმანეთისგან 5 სმ მანძილზე. ეცადე სწრაფად იმოქმედო, რათა შაქრის პუდრა არ გალხვეს.

  1. შედგი თეფში მიკროტალღურ ღუმელში ორი წუთით მაქსიმალურ სიჩქარეზე. სულ ეს არის!

ყურადღება მიაქციე, რომ ბეზე არ გამოხმეს. როგორც კი ის აიწევს, ღუმელში დააყოვნე კიდევ ნახევარი წუთი შიგნიდან გამოსაშრობად. ამ დესერტს ძალიან მოუხდება ვანილის ან ქოქოსის ექსტრაქტის დამატება.

შეინახე ეს მარტივი რეცეპტი და გაუზიარე შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება