ფუნთუშები, ზოგადად, იოლი მოსამზადებელია და დამწყები კულინარების საქმეა. თუმცა ვისაც მუდმივად აქვს დროის დეფიციტი, ან დიდად არ მოსწონს სიცხეში ქურასთან ხანგრძლივი ტრიალი, მათთვის სწორედაც რომ სუკეთესოა. ასეთი ფორმის ფუნთუშები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ასე, რომ გაიხსენეთ ეს ძველი რეცეპტი და იმოქმედეთ.
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 5 ს. კ. შაქარი
- ერთი ჭიქა რძე
- ერთი ჩ. კ. საფუარი
- 60 მლ ზეთი
მომზადება
- გახსენი საფუარი თბილ რძეში. დაამატე 3 ს. კ. შაქარი. მანდვე ჩააცერი ნახევარი პორცია ფქვილი.
- ყველაფერი აურიე ხელით და მოამზადე ოპარა. ჯამს დააფარე სამზარეულოს პარკი და დადგი ბნელ თბილ ადგილას 1,5 საათით. საუკეთესო ადგილია გამორთული აერღუმელი.
- ამ დროში ცომი სამჯერ უნდა ამოვიდეს. ყველა ჯერზე კარგად გადაზილე. მესამედ რომ ამოვა, დაამატე ორი კვერცხი, დარჩენილი ფქვილი და 50 მლ უსუნო ზეთი.
- მოზილე ცომი. ის უნდა გამოვიდეს ელასტიური და არ უნდა ეწებებოდეს ხელებს. საჭიროების შემთხვევაში დაამატე ფქვილი. შედგი ისევ გამორთულ ღუმელში ნახევარი საათით.
- ცომი კვლავ გადაზილე და დაჭერი. თითოეული ნაჭერი გააბრტყელე და მათგან შექმენი გული.
- ფუნთუშები დაალაგე ზეთმოსმულ საცხობ ფორმაზე. მოაყარე შაქარი. დადგი თბილ ბნელ ადგილას ოცი წუთით. როცა ფუნთუშა ამოვა, წაუსვი ათქვეფილი კვერცხი.
- კვლავ მოაყარე შაქარი და გამოაცხე 180 გრადუსზე 20-30 წუთის მანძილზე.
მზა ფუნთუშა დააყოვნე ათი წუთით და თბილი მიიტანე სუფრასთან. გამოაცხე და მოგვწერე აზრი კომენტარებში.
გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებს!