დიეტაზე ყოფნისა და ჭარბი წონის გამო ხშირად მიწევდა უარის თქმა ტკბილეულზე, შემდეგ კი ეს რეცეპტი ვისწავლე და წონას შესანიშნავად ვაკონტროლებ. აი რეცეპტი

ხშირად ხდება, რომ ტკბილი სასუსნავის სურვილი ძალიან ძლიერია. თუმცა ამ დროს ირთვება მუხრუჭი – შიში წონის მატების წინაშე, მით უფრო როცა საზღვაო სეზონი წინაა. არსებობს გამოსავალი – უფქვილო და უშაქრო დესერტის სახით. ეს არის ბლინები ხაჭოს შიგთავსით, რომელიც ამავე დროს, კარგი კვებითი ღირებულების მქონეცაა.

ინგრედიენტები

  • 80 მლ რძე
  • 70 გ ხაჭო
  • ერთი ჩ.კ. თაფლი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 20 გ სხვადასხვა ჩირის ნაკრები
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. სხვადასხვა ჩირეულს დაასხი მდუღარე წყალი და დატოვე რამდენიმე წუთით.
  2. თბილი რძე ჩაასხი თასში, ჩაამატე კვერცხი და ათქვიფე სათქვეფით ქაფის წარმოქმნამდე. შემდეგ დაამატე მარილი და სახამებელი. აურიე და დატოვე ასე ათი წუთით.

  1. ამასობაში მოამზადე შიგთავსი: ჩირი დაჭერი წვრილად, გარდა ქიშმიშისა. შეურიე ხაჭო და თაფლი.

  1. ბლინები მოამზადე ჩვეულებრივად: შეწვი ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

  1. გაციებულ ბლინებზე მოათავსე გულსართი და გადაახვიე.

ჩირეულიდან შეგიძლია გამოიყენო კურაგა, შავი ქლიავის ჩირი, ქიშმიში და სხვა, შენი გემოვნების მიხედვით. გემრიელად მიირთვი!

თუ არ გეშინია ექსპერიმენტების, სცადე ასეთი უფქვილო ბლინები და კმაყოფილი დარჩები!

ეს რეცეპტი კი გაუზიარე შენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება