მისი მომზადების პროცესიც კი გემრიელად მოგეჩვენებათ. ინგრედიენტებსაც მარტივად მოიმარაგებთ. აი რეცეპტი

ღორის ხორცს განსაკუთრებით უხდება კარტოფილი. მით უფრო თუ ხორცი წინასწარ იბეგვება და შემდეგ ცხვება, ეს უკვე რაღაც განსაკუთებული გემოს მქონე კერძი გამოდის. ასეთი ხორცი არის ნაზი და წვნიანი, კარტოფილი კი, რაშიც ის არის მოქცეული, – დაბრაწული.

ინგრედიენტები

  • 800 გ ღორის რბილი ხორცი
  • 5 ცალი კვერცხი
  • ერთი კგ კარტოფილი
  • 3 ს. კ. ფქვილი
  • ასი გ მაგარი ყველი
  • ერთი თავი ხახვი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარტოფილი გაფცქვენი და გახეხე წვრილ სახეხზე. დაასხი წყალი და დატოვე ასე ზედმეტი სახამებლის მოსაშორებლად.

  1. ხორცი დაჭერი სტეიკის ნაჭრებად, დააფარე სამზარეულოს პარკი და დაბეგვე კარგად. მოაყარე მარილი და პილპილი.

  1. კარტოფილი გაწურე ხელით. დაამატე მარილი, პილპილი, სამი კვერცხი, წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი, ფქვილი და კარგად აურიე.

  1. ცალკე ათქვიფე ორი კვერცხი. ტაფა გაახურე, დაასხი ცოტა ზეთი და მოათავსე მასზე 2-3 ს. კ. კარტოფილის მასა. ზემოდან დაადე ხორცის ნაჭერი, რომელიც წინასწარ კვერცხში იქნება ამოვლებული.

  1. ხორცს დაადე კარტოფილის მასის კიდევ ერთი ფენა. ეს ყველაფერი შეწვი ორივე მხარეს 3-3 წუთი.

  1. შემწვარი ხორცი გადაიტანე პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე და გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათის მანძილზე. მოაყარე გახეხილი ყველი და დააბრუნე ღუმელში კიდევ რამდენიმე წუთით.

ამგვარად მომზადებული ხორცით ერთდროულად ძირითად კერძსაც იღებ და გარნირსაც. უბრალოდ მიამატე ახალი ბოსტნეულის სალათა და გემრიელად მიირთვი.

გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!