ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ მისი მომზადება ძალიან მიმარტივდება და დიდ დროსაც არმოითხოვს. გირჩვეთ თქვენც სცადოთ. აი რეცეპტი

ბევრს გაუგია ალბათ იტალიური სამზარეულოს კერძის – კაპრეზეს შესახებ. უბრალო პროდუქტების გემოვნებით შეხამება შეუდარებელ შედეგს იძლევა. იტალიური მოცარელა თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კრემ-ყველით. კერძი იმდენად მარტივია, რომ ყოველდღე შეგიძლიათ მოამზადოთ. საოცრად მიმზიდველია თვალისთვისაც.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი პომიდორი
  • 35 გ არაჟანი
  • ერთი ცალი კიტრი
  • ერთი კონა კამა
  • 150 გ კრემ-ყველი
  • ერთი კბილი ნიორი
  • ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კრემ-ყველის მასას დაამატე წვრილად დაჭრილი კამა, არაჟანი, მარილი, პილპილი, პრესში გატარებული ნიორი და კარგად აურიე.

  1. წვრილად დაჭერი ბულგარული წიწაკა და კიტრი.

  1. პომიდორი დაჭერი რგოლებად და დაალაგე ქაღალდის ხელსახოცზე. ზემოდან მეორე ქაღალდი დააფინე და ასე შეაშრე.

  1. თითოეულ პომიდორს ზემოდან დაადე კრემ-ყველის მასა. დაალაგე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და კიტრი. მოაყარე წვრილად დაჭრილი კამა.

სურვილის მიხედვით, შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა არომატის მქონე ყველი, ეს პომიდორს განსხვავებულ გემოებს მიანიჭებს და დაგეხმარება აღმოაჩინო შენთვის საყვარელი კომბინაცია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება