ქურაში გამომცხვარი ახალი კარტოფილი

ახალი კარტოფილი ყველას უყვარს განსაკუთრებული გემოსა და სტრუქტურის გამო. გარდა ამისა ის სწრაფად მზადდება. გამომცხვარ ახალ კარტოფილს კი მართლაც განსხვავებული გემო აქვს. ამ სახით ის უფრო სასარგებლოცაა, ვიდრე ტაფაზე ბევრ ზეთში შეწვარი. გთავაზობთ ახალი კარტოფილის ღუმელში გამოცხობის საუკეთესო ვარიანტს.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ახალი კარტოფილი
  • 5 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ნახევარი ჩ. კ. როზმარინი
  • ორი ტოტი ბეგქონდარა

მომზადება

  1. ახალი კარტოფილი კარგად გარეცხე და შეძლებისდაგვარად გაფცქვენი. თუ ძალიან ნორჩია, გაფცქვნა არ სჭირდება.

2. ცალკე შეურიე ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, პრესში გატარებული ნიორი, როზმარინი და ბეგქონდარა. ამ ნარევით მორწყი კარტოფილი.

3. საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტის ქაღალდი და მასზე მოათავსე კარტოფილი. ზემოდანაც გადააფარე პერგამენტი და გვერდები ამოუკეცე.

4. გამოაცხე 180 გრადუსზე 50 წუთის მანძილზე. შემდეგ მოაცილე პერგამენტი და გამოაცხე კვლავ ათი წუთი ზედაპირის დასაბრაწად.

ასეთი კარტოფილი ცალკე კერძადაც გემრიელია და ასევე ძალიან უხდება ხორცსა და თევზს. უბრალოდ, კამითა და არაჟნითაც საოცრება გამოდის.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება