ვაშლის ბლინები შოკოლადის გულსართით

ბლინის ჩვეულებრივი რეცეპტით უკვე ვეღარავის გააკვირვებ. ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ მისი სრულიად განსხვავებული მომზადების წესს. დაქუცმაცებული ვაშლი ემატება პირდაპირ ცომში. სჯობს შეარჩიოთ ამ სასარგებლო ხილის მომჟაო-მოტკბო ჯიში.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ვაშლი
  • 400 მლ რძე
  • ორი ს. კ. შაქარი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 130 გ ფქვილი
  • 6 ს. კ. ზეთი
  • ნუტელა გემოვნებით

მომზადება

  1. ვაშლი გარეცხე, გაჭერი ოთხად და ამოაცალე გული. შემდეგ უფრო თხლად დაჭერი. მოათავსე ბლენდერის ჯამში და დაამატე კვერცხი. ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  1. დაამატე რძე, ზეთი, შაქარი და ფქვილი. ცომი კარგად ათქვიფე ხელის მექანიკური სათქვეფით ისე, რომ კოშტები არ დარჩეს.

  1. ტაფა კარგად გააცხელე და დაასხი ცოტა ზეთი. გამოაცხე ბლინები ჩვეულებრივად ორივე მხრიდან.

  1. თითოეულ ბლინს წაუსვი ნუტელა საჭიროების და გემოვნების მიხედვით და გადაახვიე.

ვაშლის ბლინები გულსართის გარეშეც ძალიან გემრიელია. ასევე უხდება  არაჟანი ან ხაჭო რაიმე კენკრის მურაბით. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბლინის გასინჯვისას მაშინვე შეიგრძნობთ ვაშლის მსუბუქ არომატს. შოკოლადის კრემთან ან თხილის პასტასთან ერთად ხომ საერთოდ საოცრებაა.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ბლინების ეს შესანიშნავი და მადისაღმძვრელი ვარიანტი თქვენს მეგობრებსაც!