ბლინები ყველასთვის საყვარელი დესერტია. ის გემრიელია სხვადასხვა შიგთავსით – იქნება ეს ტკბილი, თუ არატკბილი – ხორცი, ყველი, ბოსტნეული. ასევე სასიამოვნო მისართმევია ყველაფრის გარეშე. მართლა ყველანაირად კარგია.
დღეს შემოგთავაზებთ ისეთ რეცეპტს, რომლის დამახსოვრება ძალიან ადვილია. მასში 4 ძირითადი ინგრედიენტია და თითოეულს იღებთ ოთხ-ოთხს.
ინგრედიენტები
- 4 ცალი კვერცხი
- 4 ს. კ. სახამებელი
- 4 ს. კ. ფქვილი
- 4 ს. კ. შაქარი
- ნახევარი ლ რძე
- ორი ს. კ. ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- შეურიე ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: შაქარი, მარილი, ფქვილი და სახამებელი. კარგად აურიე.
- ამავე ჯამში ჩაამატე კვერცხი და სათქვეფის ან კომბაინის გამოყენებით აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- თქვეფის პროცესში დაამატე თბილი რძე და ზეთი. უნდა მიიღო თხელი ცომი მრავალრიცხოვანი ჰაერის ბუშტუკებით.
- ბლინები მოამზადე ცხელ ტაფაზე ჩვეულებრივად ორივე მხრიდან. მზა ბლინები დაალაგე ერთმანეთზე და ცხელსვე წაუსვი ცოტ-ცოტა კარაქი.
ბლინები გამოდის უთხელესი და უნაზესი. როგორც აღვნიშნეთ, უხდება ნებისმიერი შიგთავსი. ძალიან წარმატებულია კრემ-ყველისა და მურაბის კომბინაცია. ზაფულში უკეთესია მურაბის ნაცვლად გამოიყენოთ ახალი ხილი და კენკრა.
გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს რეცეპტი სხვებსაც!