ზაფხულის ცხელ დღეებში ხილით მომზადებული დესერტებით გაგრილება ნამდვილად სასიამოვნოა, მითუმეტეს თუ მარტივად და სწრაფად მზადდება. უბრალოდ მოიმარაგეთ მარწყვი. აი რეცეპტი

მარწყვით ნებისმიერი დესერტი ძალიან გემრიელი გამოდის. მისგან მომზადებული შარლოტკა კლასიკურზე გაცილებით უკეთესია – სასიამოვნო მომჟაო გემოთი და არომატით. ამასთან ერთად, ნამცხვარი მზადდება საკმაოდ სწრაფად. სულ რაღაც 15 წუთში მას შეუძლია დატოვოს ღუმელი. ნამდვილი საზაფხულო ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • 200 გ ფქვილი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 150 გ არაჟანი
  • ნახევარი კგ ვაშლი
  • 40 გ სახამებელი
  • 140 გ შაქარი
  • 30 მლ ზეთი
  • ორი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. მარწყვი კარგად გარეცხე და დაწურე. თითოეული ნაყოფი გაჭერი ორად ან ოთხად.

  1. ღრმა თასში ათქვიფე კვერცხი შაქართან ერთად გათეთრებამდე. ის მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს. ამას დასჭირდება 5 წუთი. შემდეგ დაამატე არაჟანი, ზეთი და ვანილი.

  1. ფქვილი და გამაფხვიერებელი შეურიე ერთმანეთს. ჩაამატე კვერცხის მასას და მოზილე თხევადი ცომი.

  1. საცხობ ფორმას წაუსვი ცხიმი და ჩაასხი მასში ცომის ნახევარი. ზემოდან მოათავსე მარწყვის ნახევარი ერთ ფენად.

  1. დაასხი დარჩენილი ცომი. დაალაგე ზემოდან მარწყვი და შედგი 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით.

იდეალური დესერტი ჩაის ან ყავის დასალევად მზად არის! ასევე ძალიან უხდება ვანილის ნაყინის ბურთულები. მეტი საზეიმო ელფერისთვის შეგიძლია მოაყარო შოკოლადის ან ქოქოსის ფანტელები.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!