მისი მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს, თუმცა რასაც ახლა შემოგთავაზებთ არ ჩამოუვარდება სხვა რეცეპტებს. აი რეცეპტი

ყაბაყი უნივერსალური და ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ნეიტრალური გემოს წყალობით ის ბევრ პროდუქტს უხდება – ეს იქნება ბოსტნეული თუ ხორცეული. შესანიშნავია კვერცხთან და რძის ნაწარმთან ერთადაც. გამომცხვარი ყაბაყი კი ინარჩუნებს ვიტამინებს თითქმის სრულად. კერძი არის ძალიან მსუბუქი და არომატული. რა თქმა უნდა, დაბალკალორიულია და სწრაფადაც მზადდება.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ყაბაყი
  • ასი გ მაგარი ყველი
  • ორი ცალი პომიდორი
  • 160 გ იოგურტი
  • ორი კბილი ნიორი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. მოამზადე ბოსტნეული: ყაბაყი და პომიდორი გარეცხე, შეაშრე და დაჭერი საშუალო სისქის რგოლებად.

2. ღუმელი გაახურე 200 გრადუსამდე. საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტი და წაუსვი ზეთი კარგად.

3. საცხობის მთელ ზედაპირზე მოათავსე ყაბაყი. მის თითოეულ რგოლს დაადე შესაბამისი ზომის პომიდვრის რგოლი.

4. ცალკე ჯამში შეურიე იოგურტი, პრესში გატარებული ნიორი, მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა და წვრილ სახეხზე გახეხილი ყველი. კარგად აურიე.

5. თითო კოვზი სოუსი მოათავსე სათითაო პომიდორზე და გადაასწორე მის მთელ დიამეტრზე.

6. შედგი გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით.

მადისაღმძვრელი და არომატული კერძი მზად არის. ის საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენს საზაფხულო მენიუში.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება