როგორ შევინახოთ დამარილებული ღორის ხორცი ქილაში

ღორის ხორცი ყველანაირად მომზადებული ძალიან გემრიელია. თუმცა, მის დამარილებას და მარინადის შენახვას აქვს თავისი უპირეტესობა – როცა მომზადების დრო არ გაქვთ, ან ხორცი ვერ იყიდეთ, ან გაყინული დროულად ვერ გაალხვეთ – დამარილებული ღორის ხორცი ამ დროს მშველელად მოგევლინებათ.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ღორის მკერდის ნაწილი
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 90 გ მარილი
  • 3 კბილი ნიორი
  • 9 ცალი შავი პილპილის მარცვალი
  • ერთი ლ წყალი

მომზადება

  1. 1,5 კგ ღორის ხორცზე დაგჭირდება ერთი ლ მარილწყალი. წინასწარ მოამზადე 3 ცალი ნახევარლიტრიანი ქილა: გარეცხე და გაასტერილე ისინი.
  2. ხორცი დაჭერი საშუალო ნაჭრებად და კარგად ჩატენე მომზადებულ ქილებში. თითოეულ ქილას ჩაამატე თითო დაფნის ფოთოლი, 3 ცალი პილპილი და თითო კბილი შუაზე გაჭრილი ნიორი.

  1. ახლა მოამზადე მარილხსნარი. წყლიან ქვაბში ჩაყარე მარილი, წამოადუღე და ჩაასხი ქილებში. დააფარე ხუფები და დადგი ქვაბის ფსკერზე, რომელსაც დაფენილი აქვს ჩაისტილო ან პირსახოცი.
  2. ქვაბში ჩაასხი იმდენი წყალი, რომ ქილების ძირითად ნაწილი დაფაროს, თავსახურამდე. წამოადუღე საშუალო ცეცხლზე და შემდეგ ჩაუწიე. ხორცი უნდა მომზადდეს ამგვარად ორი საათის მანძილზე.
  3. შემდეგ ქილები ფრთხილად ამოიღე და გააციე. როცა სრულად გაცივდება, უფრო იოლად დაიჭრება.

როგორც ხედავთ, ხორცის მარინადის მომზადება სულ არ არის რთული. გააკეთეთ ერთხელ და შემდეგ ვეღარ მოეშვებით. ამ კერძით ყველა კმაყოფილი დაგრჩებათ.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!