ბოსტნეულის უგემრიელესი კრემ-სუფი

ზაფხულის ცხელ დღეებში სუფი, განსაკუთრებით კი კრემ-სუფი სასიამოვნოდ მისართმევია, თბილი თუ ცივი სახით. ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობა საშუალებას იძლევა შევარჩიოთ სუფების მრავალფეროვანი ვარიანტები. ისინი გემრიელი და ბიუჯეტურია. სუფის მომზადება შესაძლოა როგორც ხორცის, ასევე სოკოს ბულიონზე, ან უბრალოდ წყალზე.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ყაბაყი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 კბილი ნიორი
  • 1,5 ჩ. კ. პაპრიკა
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1,5 ლ რაიმე ბულიონი ან წყალი
  • 1 თავი ხახვი
  • 4 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა მწვანილი
  • 50 მლ ნაღები
  • 2 ს. კ. ზეთი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი გარეცხე, შეაშრე და დაჭერი კუბებად.

  1. ბულგარულ წიწაკას მოაცალე თესლი და დაჭერი. სტაფილო გახეხე მსხვილ სახეხზე, ხოლო ხახვი დაჭერი წვრილად.

  1. ბულიონი წამოადუღე და ჩაყარე მასში ყაბაყი და დაფნის ფოთოლი. მოხარშე.

  1. ამასობაში ზეთიან ტაფაში მოშუშე ხახვი და სტაფილო, შემდეგ დაამატე ბულგარული წიწაკა და გააგრძელე შუშვა, პერიოდულად ურიე.

  1. მოაყარე მარილი, პილპილი, პაპრიკა და ეს მასა ჩაამატე ყაბაყის ნახარშს.

  1. ხელის ბლენდერით სუფი გადააქციე კრემ-სუფად და შემდეგ დაამატე დაჭრილი მწვანილი და ნაღები, წამოადუღე. სულ ბოლოსკენ ჩაამატე პრესში გატარებული ნიორი.

ეს მსუბუქი სუფი საუკეთესოა როგორც ცივი, ასევე ცხელი სახით. მიირთვით და ისიამოვნეთ!

თქვენ როგორ კრემ-სუფებს ამზადებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება. ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება