ისპანახის ულამაზესი და უგემრიელესი კექსი

ეს სათაური გაგაოცებთ, თუმცა არსებობს ასეთი კექსი და ის უგემრიელესია. თუ ცდით, თავად დარწმუნდებით – ერთ საათში დესერტი სუფრაზე აღარ იქნება. გემოსთან ერთად კექსის ულამაზესი მწვანე ფერიც ატკბობს თვალს.

ინგრედიენტები

  • ასი გ ისპანახი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 380 მლ რძე
  • ათი გ გამაფხვიერებელი
  • 75 გ ათქვეფილი ნაღები
  • შოკოლადი ნებისმიერი
  • 200 მლ ზეთი
  • 240 გ შაქარი
  • 300 გ ფქვილი
  • 5 გ ვანილინი
  • ნახევარი ჩ. კ. კარაქი

მომზადება

  1. ისპანახი გარეცხე და დააბლენდერე ზეთთან ერთად.

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფე გათეთრებამდე, შეურიე 300 მლ რძე და ისპანახი.

  1. ჩააცერი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი და მოზილე თხევადი ცომი.

  1. საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი და მოაფრქვიე ცოტა ფქვილი. ჩაასხი ცომი და გამოაცხე 170 გრადუსზე 45 წუთის მანძილზე.

  1. მშრალი ათქვეფილი ნაღები შეურიე დარჩენილ რძეს და აურიე კარგად. გადაიტანე საკონდიტრო ტომარაში.

  1. კექსი რომ გაცივდება, ამოიღე ფორმიდან, გაჭერი სისქეზე და ქვედა ნაწილს უხვად წაუსვი ნაღები. დააფარე ზედა ნაწილი.

  1. შოკოლადი გაადნე და მოასხი კექსს ალაგ-ალაგ.

ათქვეფილი ნაღები შეგიძლია შეცვალო სხვა შიგთავსით: შედედებული რძით, კრემით ან ჯემით. დაჭრილი ისპანახის კექსი შესანიშნავად გამოიყურება. მიირთვით ჩაისთან ერთად და ისიამოვნეთ!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!