ქათმის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს, თუმცა თუ მას ნაღების სოუზს დაუმატებთ სულ სხვა არომატსა და გემოს მიიღებთ. აი რეცეპტი

ქათმის ხორცი სოკოსთან ერთად ნაღების სოუსში – საუკეთესი კომბინაციაა, რომელიც ამავე დროს საკმაოდ იოლი მოსამზადებელია. ხორცი გამოდის წვნიანი და რბილი. სოკო და ნაღები კი მას საუკეთესო არომატს ანიჭებს. კერძის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ ღრმა ტაფა.

ინგრედიენტები

  • 800 გ ფილე
  • ასი მლ წითელი ღვინო
  • 200 მლ ნაღები
  • ერთი ს. კ. მდოგვი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 150 მლ ქათმის ბულიონი
  • ერთი კონა კამა
  • 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 200 გ პომიდორი ჩერი
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის ფილე შეწვი ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან, ამოიღე და გადადე.
  2. ამავე ტაფაში შეწვი გარეცხილი და დაჭრილი სოკო.
  3. შემდეგ სოკოს მიამატე წითელი ღვინო, ბულიონი და ნაღები. ბოლოსკენ დაამატე მდოგვი, მარილი, პილპილი და ნივრის ფხვნილი გემოვნებით. კარგად აურიე.
  4. სოუსში მოათავსე ქათმის ნაჭრები და პომიდორი ჩერი მთლიანები. ადუღე ყველაფერი ერთად კიდევ ათი წუთი.
  5. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარე დაჭრილი კამა.

გთავაზობთ ვიდეოს თვალსაჩინოებისთვის

ეს ნაზი ხორცი ძალიან უხდება კარტოფილს ან ბრინჯს. კერძი შესანიშნავია რომანტიკული ვახშმისთვისაც და ყოველდღიურ საოჯახო სადილადაც.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!