ფენქეიქების გამოცხობა რძის შესაფუთ მასალაში

ფენქეიქების საუზმეზე მირთმევა ერთობ მიღებული ტრადიციაა ამერიკაში. მისი მომზადების სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. ერთ-ერთი ასეთია ფენქეიქების გამოცხობა რძის შესაფუთ მასალაში – ეს ამერიკული ლაიფხაკია, რომელიც დიასახლისებს დროის დაზოგვაში ეხმარება. ასეთი ხერხით დესერტი უფრო ფუმფულა და საინტერესო გამოდის.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 3-4 ს. კ. შაქარი
  • 300 მლ რძე
  • ათი გ სოდა
  • 300 გ ფქვილი
  • 3 ს. კ. ზეთი
  • კენკრა გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვიფე კვერცხი შაქართან ერთად. დაამატე სოდა და ფქვილი, ჩაასხი რძე. ათქვიფე ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2.  მოამზადე ფორმები რძის შესაფუთისგან. ამისათვის კვადრატული შეფუთვა გაჭერი 3 ნაწილად. შიგნით მოათავსე პერგამენტი. ფორმები დაალაგე ცხიმიან ტაფაზე.

3. ტაფა გააცხელე და შესაფუთის ფორმებში ჩაასხი ცომი. მოაყარე რაიმე მომჟაო კენკრა, მაგალითად, წითელი მოცხარი. ფენქაიქები მოამზადე ორივე მხრიდან 3-4 წუთის მანძილზე.

რძის შესაფუთ მასალაში ფენქეიქების გამოცხობა უმარტივესი პროცესია. ისინი ფორმასაც ინარჩუნებს და არც შიგნით რჩება გამოსაცხობი. მომზადება უმჯობესია საშუალო ცეცხლზე. ასე ფენქეიქები უფრო ფუმფულა და მომხიბლავი გამოდის. გამოაცხეთ და გაახარეთ ახლობლები ამ შესანიშნავი საუზმით.

გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!