გამომცხვარი ქათმის ფილე ფრანგულად

ქათმის ფილე საკმაოდ მოსახერხებელი ინგრედიენტია. ის დაბალკალორიულია, უცხიმო, სწრაფად იხარშება და ბევრნაირი კერძის მომზადების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ქათამი ცილის საუკეთესო წყაროა. რეცეპტით, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, კერძი გამოდის მსუყე და უჩვეულოდ გემრიელი, ამავე დროს მარტივი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ქათმის ფილე
  • ორი ს. კ. მაიონეზი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • ერთი ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
  • სამი ს. კ. არაჟანი
  • ორი თავი ხახვი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • ნახევარი კონა კამა
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქურა გაახურე 180 გრადუსამდე.
  2. ქათმის ფილე დაჭერი თხელ ნაჭრებად. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი თხელ ნახევარრგოლებად.

  1. ცალკე ჯამში შეურიე არაჟანი, მაიონეზი, მარილი და პილპილი. დაამატე მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველის დიდი ნაწილი.

  1. საცხობ ფორმას წაუსვი ცხიმი. მასზე თანაბრად მოათავსე ქათმის ფილეს ნახევარი. მოაყარე მარილი და პილპილი. ზემოდან წაუსვი არაჟნის სოუსის ნახევარი. მოაყარე დაჭრილი ხახვის ნახევარი. გაიმეორე იგივე დარჩენილი ინგრედიენტებით.

  1. ზემოდან მოაყარე დარჩენილი ყველი და შედგი ღუმელში ნახევარი საათით.

გამომცხვარ ქათმის ფილეს ზემოდან მოაყარე დაჭრილი მწვანილი. ეს მარტივი და ბიუჯეტური კერძი ყველას მოეწონება. საუკეთესოა როგორც ოჯახური ვახშმის, ასევე საზეიმო სუფრისთვის.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება